საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ივნისს ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 10 საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტმა მიიღო. მათგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც ჯერ ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, შემდეგ კი სლოვაკეთში, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს, შედეგად, მეორე ტურში 230 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა.
ნახევარფინალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში ეკონომიკისა და ფინანსების მართვის შესახებ.
სესიებს ატარებდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია Economic Fundamentals Initiative-ის წარმომადგენლები რენდალ ფილერი, ჯოსეფ კალჰოუნი და ტაუნი ფერარინი.
ფინალური ტურის ფარგლებში, საუკეთესო შედეგის მქონე 10-მა მოსწავლემ ჟიურისთან გაიარა გასაუბრება, შედეგად კი 5 გამარჯვებული გამოვლინდა: ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, გუკა ცაგარეიშვილი, ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი.
ახლა გამარჯვებულები ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში გაივლიან გადამზადებას, გაეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს, დაესწრებიან ტრენინგებს და მოემზადებიან საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იასპარეზებენ.
"საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკით დაინტერესების პროცესში, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივის წარმატებას კი ოლიმპიადისადმი მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესიც მოწმობს - დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზარდება ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის — ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ფარგლებში INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.
ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, მხარდამჭერები არიან Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2x2).
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
კომენტარები