არქეოლოგებმა 12 000 წლის წინანდელი მუსიკალური ინსტრუმენტი აღმოაჩინეს
1950-იანებში აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებმა და არქეოლოგებმა გათხარეს და გამოიკვლიეს ეინან-მალაჰის რეგიონი, სადაც მდებარეობს ნატუფიის ასობით დასახლება. ნატუფიელები იყვნენ მონადირე-შემგროვებლები, რომლებმაც პირველებმა დააარსეს სოფლები ლევანტში.
ახლა კი, არქეოლოგებმა შვიდი მუსიკალური ინსტრუმენტი აღმოჩინეს. ისინი ფლეიტას მოგაგონებთ. ინტრუმენტს მუსიკალური ბგერების წარმოქმნა, მასში ჰაერის ჩაბერვისას შეუძლია. 12 000 წლის წინანდელი ინტერუმენტები ფრინველის ძვლებისგან არის დამზადებული, კონკრეტულად იხვისგან.
არქეოლოგების თქმით, პატარა ფრინველების ძვლების გამოყენება კითხვებს აჩენს.
ნატუფიელები ნადირობდნენ ფრინველების უფრო დიდ სახეობებზე და ასეთი პატარა ძვლების ფაქტორი, ლოგიკურია, შეკითხვებს აჩენს. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ვიწროა ძვლის დიამეტრი, მით უფრო რთულია მისი მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოყენება.
"გაჩნდა თეორია, რომ პატარა ძვლები სპეციალურად შეირჩა, რათა ჩიტების ხმების გამეორება ყოფილიყო შესაძლებელი", — ამბობენ მკვლევრები.
ცნობილია, რომ ამ პერიოდის ადამიანები ფრინველების ფრთებს, თუ სხვა ნაწილებს პირად ორნამენტებად იყენებდნენ და ზოგ შემთხვევაში, მათ ადიდებდნენ კიდევაც.
"ეს არტეფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ერთადერთი ხმოვანი ინსტრუმენტებია, რომლებიც მკაფიოდ დაკავშირებულია ლევანტის პრეისტორიულ პერიოდთან. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, ისინი ყველაზე ძველი ხმოვანი ინსტრუმენტებია, რომლებიც ჩიტების ხმების იმიტაციას ახდენენ. ინსტრუმენტები გვიყვებიან ნატუფიელების აკუსტიკაზე, გამომგონებლობაზე და ცოდნაზე", — თქვა წამყვანმა ავტორმა ლორენტ დავინმა Live Science-თან.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავს ინსტრუმენტებს კიდევ აღმოაჩენენ და შესაბამისად, უძველეს ადამიანებზე მეტს გაიგებენ.
თუ გაინტერესებთ როგორი ჟღერადობა აქვს 12 000 წლის წინანდელ მუსიკალურ ინსტრუმენტს, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:
კომენტარები