გაიცანით ირაკლი ქობესაშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ბაზების ექსპერტ ადმინისტრატორი
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, ჩვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ გარკვეულ საბანკო თუ ტექნოლოგიურ მომსახურებას რამდენიმე წამში ვიღებთ ისე, რომ არც კი ვიცით, ამ გამართული სერვისის მიღმა ვისი შრომა დევს. არც ის ვიცით, რას გულისხმობს ამ ადამიანების საქმიანობა და რა რთულ თავსატეხებსა თუ ამოცანებს ასრულებენ იმისთვის, რომ ჩვენი ციფრული ყოველდღიურობა კომფორტული და მარტივი გახადონ.
იმისათვის, რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ პროცესების უკან მდგარი პირების შესახებ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ირაკლი ქობესაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდში მონაცემთა ბაზების ექსპერტ ადმინისტრატორია. მისი პასუხისმგებლობა მონაცემთა ბაზის დაცვის, მდგრადობისა და გამართულობის უზრუნველყოფაა.
"ჩემი პასუხისმგებლობაა მონაცემთა ბაზების მაქსიმალურად სწრაფი და მდგრადი ფუნქციონალის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისების სტაბილური ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს" — გვიყვება ის.
როგორც ირაკლი აღნიშნავს, ის საქართველოს ბანკის გუნდს 9 წლის წინ შეუერთდა და მისი მოგზაურობა კარიერული განვითარების გზაზე სწორედ აქედან დაიწყო.
"საქართველოს ბანკს 2014 წელს შევუერთდი, როგორც მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი. მაშინ გუნდი 3 ადამიანისგან შედგებოდა, დღეის მდგომარეობით გუნდი ათ წევრს ითვლის. ყველას თავისი როლი აქვს და ეს ადამიანები თავისი საქმის სუპერპროფესიონალები არიან".
ირაკლი ამბობს, რომ საქართველოს ბანკის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, ისინი მუდმივად თვითგანვითარებასა და პროდუქტების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. რაშიც გადამწყვეტ როლს პროცესების გამართულობა და სისწრაფე ასრულებს.
მაგალითისთვის: "მოდით, თქვენი, როგორც მომხმარებლის პერსპექტივიდან ვეცდები აგიხსნათ — ალბათ, რაღაც მომენტში, ყველას გვქონია გამოცდილება, რომ რაიმე აპლიკაციის მოხმარების დროს გარკვეული ფუნქციონალი შენელებულია. ასეთი შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სერვისის უკან მდგომი მონაცემთა ბაზის გაუმართაობა იყოს. მე, როგორც მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, ვახორციელებ ყველა კრიტიკული კომპონენტის მონიტორინგს და ნებისმიერი პოტენციური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად, პროაქტიულ რეჟიმში ვახდენ მათ აღმოფხვრას.
მაგალითად, თუ პროცესის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა კოდის ოპტიმიზაცია, შესაბამის დეველოპერთან კონსულტაციის შედეგად, ერთობლივად ვახდენთ დასაოპტიმიზირებელ კოდში შეთანხმებული ცვლილების შეტანას. ანუ, სისტემის გამართულობა სრულად დამოკიდებულია ჩვენს გუნდურ მუშაობაზე და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ იმას, რომ ვახდენთ პრობლემებსა თუ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას უზრუნველვყოფთ".
როგორც ირაკლი აღნიშნავს, ამ პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტს მონაცემთა დაცულობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი ბანკი მკაცრ პოლიტიკას ატარებს.
"ჩვენთვის მონაცემთა დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მონაცემთა დაცულობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ - ინფორმაციას ძირითადად Oracle-ის მონაცემთა ბაზაში ვინახავთ, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაა. პროცესების მაქსიმალურად გამართვისთვის კი ჩვენთან Oracle-ის არაერთი სერტიფიცირებული და გამოცდილი პროფესიონალი მუშაობს. Oracle-ის გარდა ვიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა: Elasticsearch, MongoDB და სხვა. სხვა და სხვა მონაცემთა ბაზის გამოყენებით სამომხმარებლო სერვისებს დამოუკიდებელ კომპონენტებად ვყოფთ, რაც გვეხმარება, უზრუნველვყოთ მონაცემთა დაცულობა და მდგრადობის მაღალი დონე".
"ამ მიდგომის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება, რომ კონკრეტულ მოდულში შესაძლო ხარვეზის წარმოქმნის მიუხედავად შევინარჩუნოთ აპლიკაციის ძირითადი ფუნქციონალის გამართული მუშაობა. უფრო თვალნათელი რომ გახდეს, განვიხილოთ ეს მაგალითი - ჩვენს სისტემაში სესხების მოდული ცალკეა, ანგარიშების მოდული კი — ცალკე. თუ მე, როგორც საბანკო პროდუქტ(ებ)ის მომხმარებელს, მობილ ბანკით სარგებლობის დროს რომელიმე კომპონენტზე დამიფიქსირდა შეფერხება, ამ კომპონენტის მიღმა აპლიკაცია შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. რაც ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ ექმნება სრულად აპლიკაციას და ის ჩემთვის ხელმისაწვდომი რჩება.
შედარებისთვის, ძველი მეთოდოლოგიით, ეს ყველაფერი ერთ საცავში ინახებოდა და თუ ამ საცავს რაღაც პრობლემა შეექმნებოდა, მთლიანად აპლიკაცია ხდებოდა მიუწვდომელი. სერვისებად (კომპონენტებად) დაყოფის მიზანიც ის არის, რომ შეფერხება მხოლოდ ერთეულ მოდულს შეექმნას, და არა მთლიანად აპლიკაციას."
ამ თანამედროვე სისტემის დანერგვის პროცესი საქართველოს ბანკმა 4 წლის წინ დაიწყო და მუდმივად მუშაობს მის გაუმჯობესებაზე.
"რამდენიმე წელია რაც მონოლითური სისტემიდან გადავდივართ მიკრო სერვისების სისტემაზე და დაახლოებით, 3-4 წელია ამ მიმართულებით მივდივართ. თუმცა, ეს სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მუდმივად განახლებადია. ამ სისტემის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ხარვეზების რიცხვი იყოს ძალიან მცირე და მომხმარებელმა ვერც კი იგრძნოს ეს შეფერხებები".
ირაკლისთვის საქართველოს ბანკის გუნდთან ერთად განვითარება სამომავლო გეგმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს კი ურჩევს, რომ მუდმივად იმუშაონ საკუთარი თავის ციფრული სერვისების მიმართულებით განვითარებაზე.
"დღეს ყველაფერი მიდის ქლაუდში, რომელიც არის ყველანაირი ტექნოლოგიის მომავალი. ქლაუდი არის ღრუბლოვანი სივრცე, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები გვთავაზობენ, ისეთები როგორიცაა Amazon, Google, Oracle, Microsoft და სხვა. საქართველოს ბანკის გუნდში ნაწილობრივ ვსარგებლობთ ქლაუდ სერვისებით, მათ შორის მონაცემთა ბაზებისთვისაც. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ საქართველოს ბანკის ყველა მონაცემთა ბაზა ქლაუდში გადავიტანოთ".
შედეგად კი საქართველოს ბანკი არ ჩერდება. მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების შეთავაზებას, რომელიც მათ პერსონალიზებული, კომფორტული გამოცდილებით უზრუნველყოფს. ამ პროდუქტების უკან მდგარი ადამიანების შესახებ კი ჩვენ უფრო დეტალურად მოგიყვებით.
-
Euphoria ახალი სეზონით ბრუნდება — ნახეთ ტრეილერი Euphoria ახალი სეზონით ბრუნდება — ნახეთ ტრეილერი
-
რატომ გამოირჩევიან მოზარდები რისკიანი ქცევებით — კვლევა რატომ გამოირჩევიან მოზარდები რისკიანი ქცევებით — კვლევა
გადახედვა
-
კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს: მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს: მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება
გადახედვა
-
ცნობილია, რომელი კომეტა შეიძლება იყოს ყველაზე კაშკაშა 2026 წელს ცნობილია, რომელი კომეტა შეიძლება იყოს ყველაზე კაშკაშა 2026 წელს
გადახედვა
-
მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა
გადახედვა
-
MEGOBARI აქტის გეოგლიფის შექმნის გამო როსტომ ზარანდია მეორედ დააჯარიმეს MEGOBARI აქტის გეოგლიფის შექმნის გამო როსტომ ზარანდია მეორედ დააჯარიმეს
გადახედვა
-
კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
უკრაინაში თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვი დაინიშნა უკრაინაში თავდაცვის მინისტრად მიხაილო ფედოროვი დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ნარიყალას ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ნარიყალას ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ
გადახედვა
-
სიახლე პლასტიკურ ქირურგიაში: პაციენტებს გვამებიდან ამოღებულ ქსოვილებს უნერგავენ სიახლე პლასტიკურ ქირურგიაში: პაციენტებს გვამებიდან ამოღებულ ქსოვილებს უნერგავენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას
გადახედვა
-
CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას" დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას"
გადახედვა
-
აშშ-იმ და სომხეთმა ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს აშშ-იმ და სომხეთმა ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს
გადახედვა
-
ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ BTS-მა მსოფლიო ტურნე დააანონსა სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ BTS-მა მსოფლიო ტურნე დააანონსა
გადახედვა
-
ვენესუელა აცხადებს, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს ვენესუელა აცხადებს, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს
გადახედვა
-
გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს
გადახედვა
-
ზოი სალდანა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა ზოი სალდანა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა
გადახედვა
-
17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე? 17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე?
გადახედვა
კომენტარები