"ძლიერი საქართველო" ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს
კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავენ.
გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდათ, თუმცა ელოდებოდნენ დროს, როცა იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი - ადამიანების ხმები.
"მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.
ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, "ძლიერი საქართველო" არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი - ადამიანების ხმები.
თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ [პარლამენტი] არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით," — განაცხადა ხაზარაძემ.
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
კომენტარები