ირაკლი კობახიძე

28 May. 2023, 11:55

26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები, აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას და არც წელს. ეს ყველამ იცოდა და შესაბამისად, ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ. [...]

მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობის სახე, რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს. ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არდასწრებას.

აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია ვარჯიში. სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არანაირ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა. ისედაც არ ვესწრები ხოლმე. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება.

ასე განმარტა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არდასწრება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ ის ამ დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…