ირაკლი კობახიძე

24 May. 2023, 14:23

პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს და საქართველოს პოლიტიკას. მათ შორის, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებთან. ჩვენი პოლიტიკა ძალიან მკაფიოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და ეს გამოხატულია არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერაა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებითაც. ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ. ლოგიკა მარტივია — ჩვენ, რა თქმა უნდა, საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ვერ დავსჯით, აქედან გამომდინარე, სანქციები არ განიხილება.

ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლა, სადაც პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა და ზიანს მივაყენებთ ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ