ირაკლი ღარიბაშვილი

19 May. 2023, 15:37

ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მე მქონდა პირადად შეხვედრები ევროპის ლიდერებთან, ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს [რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა] არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი.

მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთების. ჩვენ, მეგობრებო, არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენები აღდგა. ქართულმა მხარემ კი მალევე მისცა თანხმობა რუსულ ავიაკომპანიას, რომ თბილისში ეფრინა. მოსკოვიდან გამოფრენილი რუსული აზიმუტის თვითმფრინავი საქართველოში უკვე დაჯდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ნამახვანჰესის" პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის წინააღმდეგ…