როდისაა კონცერტი: Imagine Dragon-ის გამოსვლა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოსაა დაგეგმილი. ის კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაგეგმად მთავრობამ 70 მილიონი ლარი გამოყო, რაც ამ კონცერტების ორგანიზებას მოხმარდა:

  • Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;
  • FKJ — 6 აგვისტო;
  • Damian Lazarus — 10 აგვისტო;
  • The Killers — 15 აგვისტო;
  • All Day I Dream — 18 აგვისტო;
  • Imagine Dragons — 31 აგვისტო.

როდის გაიყიდება ბილეთები: Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეისთვის არის დაგეგმილი. მოქალაქეების დიდი ნაწილი შეძენას 12 საათზე გეგმავდა და ამ დროისთვის TKT.ge-ის საიტზე შესვლა უკვე შეფერხებული იყო. არაერთ ადამიანს უწერდა, რომ მის წინ რიგში 10 000 და უფრო მეტი მომლოდინეა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ლოდინი უშედეგოა, რადგან როგორც Black Sea Arena-მ პოსტის კომენტარებში დაწერა, ბილეთების შეძენა დღეს, 16:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით ეს ინფორმაცია საიტზეც გამოჩნდა.

სად იყიდება ბილეთები: TKT.ge-ის გარდა, ბილეთების ნაწილი გაიყიდება BSA.ge-ზე და Super App- ში. Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, BSA.ge -ზე მხოლოდ Star
Ring-ის (იგივე Golden Ring) ბილეთების შეძენას შეძლებთ, აქ არ მოქმედებს თიბისი ბანკის ფასდაკლება.

ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.

რა ღირს ბილეთები: რაც შეეხება ბილეთების ფასს 100-დან 1000 ლარამდეა.

  • სცენის წინა სივრცე, Orbit A და Orbit B — 430 ლარი;
  • Star Ring-ის დასადგომი სივრცე — 200 ლარი;
  • იარუსები გადანაწილების მიხედვით — 100, 150, 200, 250, 300, 400 ლარი.
  • VIP სივრცე — 1 000 ლარი.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით, თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს, თუმცა უცნობია რომელზე.

დეტალური გადანაწილების და ფასების ნახვა შეგიძლიათ აქ:

თუ კონცერტამდე Imagine Dragon-ზე უფრო მეტის გაგება გინდა, ამ სტატიას გირჩევთ: