საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით ქალი მეწარმეებისთვის 16, 17, 18 მაისს, სამდღიანი ვორქშოპი — როგორ განვავითაროთ ელ. კომერციის პლატფორმა ბიზნესისთვის გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია გაუძღვება.
ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: როგორ შევარჩიოთ ელ. კომერციის ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა; როგორ მოვახდინოთ ბიზნესპროცესების გადაწყობა, იმისთვის რომ გავზარდოთ შემოსავლები ელ.კომერციის გამოყენებით და როგორ მივიღოთ გაციფრულების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა. ვორქშოპის შემდეგ მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშაონ ელ.კომერციის განვითარების გეგმა საკუთარი ბიზნესისთვის და იზრუნონ საჭირო ფინანსების მოზიდვაზე.
პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.
"საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლის სათავეშიც ქალი დგას. ვორქშოპი სწორედ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის პროდუქტით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. მოცემულ მომენტში კი, მათი ამოცანა ბიზნესში ონლაინ გაყიდვების დანერგვა ან წილის გაზრდაა. ვორქშოპის მიზანიც ესაა, მეწარმე ქალებს ელ.კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, რაც ონლაინ გაყიდვების გაზრდას ემსახურება. ვორქშოპის შედეგად მათ ექნებათ წარმოდგენა საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მეწარმეები შეიმუშავებენ ელ.კომერციის განვითარების გეგმას და შეძლებენ ელ.კომერციის გამართვისთვის აპლიკაციის შევსებას დაფინანსების მოთხოვნის მიზნით", — განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.
ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა. მეორე შეხვედრას კი სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით — კარგი დამსაქმებლის სტრატეგია.
ინფორმაციისთვის, ლარისა პატარაია 10 წელია ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობაშია ჩართული და მეწარმეებს გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესში ეხმარება. ის ამ პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტ კვლევით და ბიზნესის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. მას აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის პოზიცია და 5 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული პროფესორი.
ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები