რა შესაძლებლობები მისცა ბრენდ კალეისს საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივმა პროექტმა?
ორი მეგობრის მიერ შექმნილი ვერცხლის, ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი კალეისი, საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში უფასო ვებგვერდი ბიზნესს ჩაერთო. ინიციატივის ფარგლებში კალეისმა ბიზნესი გააციფრულა.
ბრენდის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მარიამ ხუხუნაიშვილი გვიყვება თუ როგორ გაჩნდა კალეისის შექნის იდეა და რა შესაძლებლობები მისცა პროექტმა ბრენდს ბიზნესის გაციფრულებასთან ერთად.
"ბრენდის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩემი მეგობარი, უკვე ბიზნესპარტნიორი, თათა კაპანაძე ბაზარზე დახვეწილ, ორიგინალურ და ხელმისაწვდომ ვერცხლის აქსესუარებს ვერ ნახულობდა. არჩევანი იყო მწირი, ხოლო მოთხოვნა დიდი. სწორედ ამ საუბრის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა ამ საქმეში გვეცადა ბედი და ერთობლივი ცოდნითა და ვერცხლის სამკაულების სიყვარულით დავიწყეთ ბიზნესის კეთება. დღეს კალეისის კოლექციაში შეხვდებით მინიმალისტური სტილის, ორიგინალურ აქსესუარებს, რომელიც უმაღლესი ხარისხის (925 სინჯის) ვერცხლისგან ან მოოქროვილი ვერცხლისგან, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის მზადდება. საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის პროექტმა უფასო ვებგვერდი ბიზნესს, გარდა გაციფრულებული ბიზნესისა, რომელიც მომხმარებლებთან კიდევ უფრო გვიმარტივებს კომუნიკაციას, შესაძლებლობა მოგვცა ახალ მომხარებლებთან ავიმაღლოთ სანდოობა, ნივთის შეძენისას შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ვაწარმოოთ მომხმარებელთა ბაზა, რისი დახმარებითაც დავგეგმავთ კამპანიებს სწორ სამიზნე აუდიტორიაზე", — ამბობს მარიამი.
კალეისის პირველი კოლექცია 2018 წლის ოქტომბერში ჩაეშვა. შესაბამისად, ბრენდს 5 წელი უსრულდება, რაც ბაზარზე გამოჩნდა.
"ჩვენი ბრენდი ბაზარზე 2018 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, თუმცა იდეა ივნისში დაგვებადა. მინიმალისტური ინვესტიციით და მაქსიმალური ენთუზიაზმით პირველ კოლექციაზე 4 თვე ვმუშაობდით. შედეგადაც შევქმენთ 10 ბეჭდის ესკიზი, დავამზადეთ მოდელები და გავაკეთეთ ბრენდინგი. დღეს ბრენდი სტაბილურობასთან, ხარისხთან და მუდმივ სიახლესთან ასოცირდება. გვყავს უამრავი ლოიალური მომხარებელი და მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველთვის სასურველი იყოს მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტი", — აღნიშნავს მარიამი.
თანადამფუძნებლებმა ბრენდის სახელზე ბევრი იფიქრეს, თუმცა გადაწყვიტეს მნიშვნელოვანი, განსვავებული და მჭედლობასთან დაკავშირებული სახელი დაერქვათ.
"ჩვენი ბრენდისთვის სახელის მოფიქრება ყველაზე გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა. გვინდოდა ბრენდს განსხვავებული, ჟღერადი, მარტივად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი სახელი ჰქონოდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ კალეისი დაგვერქვა, რომელიც ბალტიისპირულ მითოლოგიაში ღვთიურ მჭედელს ნიშნავს", — განმარტავს ბრენდის თანადამფუძნებელი.
ამ ეტაპზე კალეისის გუნდს ხუთი ადამიანი წარმოადგენს, თუმცა სამომავლოდ დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას ფიქრობენ. გარდა ამისა, მათ შეძლეს და დღეს ბრენდის პროდუქტია ექსპორტზეც გადის, თუმცა ამით გაჩერებას არ აპირებენ და ამერიკის ბაზარზე გასვლას გეგმავენ.
"ამ დროისთვის კალეისის გუნდს ხუთი ადამიანი წარმოადგენს. ჩვენ ვქმნით დიზაინს, ხოლო შემდეგ ორი ოქრომჭედელი ამზადებს. ასევე გვყავს სოც. მედია მენეჯერი. დასაქმებულთა რიცხვის ზრდა კი, პირდაპირ პროპორციულია მოთხოვნასთან, რის გაზრდაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ამიტომ მალე მეტი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. ბრენდის მიზანი პირველ რიგში მომხმარებლის კმაყოფილებაა. გვინდა მუდმივად ვბადებდეთ მათში სასურველი ბრენდის ემოციას, რათა შევიძინოთ მაქსიმალურად მეტი ლოიალური მომხმარებელი. ასევე, მიზნად გვაქვს ექსპორტის გაზრდა, რაც ამ ეტაპზე ერთ ქვეყანას მოიცავს და იმედი გვაქვს უფრო მეტი ქვეყნის ბაზრის ათვისებას შევძლებთ. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზებას - გვაქვს როგორც ონლაინ (FB, IG, ETSY, WEB page) ასევე ფიზიკური მაღაზიები თბილისსა და ტალინში. ამას გარდა, მოლაპარაკება მიმდინარეობს ამერიკაში, ნიუ-იორკში არსებულ მაღაზიასთან და იმედი გვაქვს სულ მალე ამერიკაც გაგვიცნობს", - აღნიშნავს თამარი.
პარტნიორებთან კომუნიკაციაში მოწესრიგებული ვებგვერდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და სწორედ ასე აჯამებს ბრენდის ხუთწლიან საქმიანობას და გვიხსნის თუ რაში დაეხმარა ბრენდს პროექტი უფასო ვებგვერდი ბიზნესს.
"გამომდინარე იქედან რომ ბრენდი 5 წელია არსებობს, ძალიან ხშირად ვეჩეხებოდით ვებგვერდის არ ქონით გამოწვეულ დისკომფორტს. სრული ასორტიმენტის ნახვის შესაძლებლობა მომხმარებელს მხოლოდ ფეისბუქ და ინსტაგრამის პლატფორმებზე ჰქონდათ, რაც არ იყო კომფორტული. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გამართული ვებგვერდი, სადაც მომხარებლებს შესაძლებლობა აქვთ სრული ასორტიმენტი დაათვალიერონ, ამომწურავად მიიღონ ინფორმაცია ბრენდზე, ისარგებლონ მარტივი გადახდის სისტემით და მიიღონ ინდივიდუალური ფასდაკლებები პრომო კოდის დახმარებით. გამართული ვებგვერდის ქონა ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციისას, რადგან უფრო მარტივად ექმნებათ ბრენდზე წარმოდგენა," — აღნიშნავს კალეისის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ხუხუნაიშვილი.
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები