ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში 7 000 წლის წინანდელი გზა აღმოაჩინეს
ხორვატიის კუნძულის სანაპიროსთან ქვის ხანის დროინდელი გზა აღმოაჩინეს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ უძველესი გადასასვლელი ოდესღაც კუნძულს დასახლებულ პუნქტთან აკავშირებდა. ახლა ის 5 მეტრის სიღრმეშია.
არქეოლოგები ადგილით პირველად 2021 წელს დაინტერესდნენ. მკვლევრებმა ზღვის ფსკერზე უჩვეულო მახასიათებლები სატელიტის სურათებიდან შენიშნეს.
შესწავლისას მკვლევრებმა უძველესი დასახლების კედლებიც აღმოაჩინეს, რომელიც, როგორც ჩანს, კუნძულს უკავშირდებოდა. არქეოლოგებმა მიიჩნიეს, რომ ეს ნეოლითური ჰვარის კულტურას ეკუთვნის, რომელსაც ოდესღაც აღმოსავლეთ ადრიატიკა ეკავა.
ნახშირბადით დათარიღებამ 4900 წლის სიძველეზე მიუთითა, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ ახლად აღმოჩენილი გზა, რამდენიმე ათასწლეულით კიდევ უფრო ძველია.
ზადარის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უძველეს გზას დაახლოებით 7000 წლის წინ იყენებდნენ. დანარჩენი დასახლების მსგავსად, მოკირწყლული ბილიკი ათასწლეულების განმავლობაში შემორჩა იმის წყალობით, რომ ხორვატიის სანაპირო დაფარულია კუნძულებით, რომელიც იცავს რეგიონს დიდი ტალღებისგან.
არექოლოგების თქმით, გზა კარგად არის შემონახული, რაც მისი შესწავლის საშუალებას იძლევა.
კომენტარები