ავსტრალიურმა სტარტაპმა, Cortical Labs-მა გამოუშვა ის, რასაც "მსოფლიოში პირველი ბიოლოგიური კომპიუტერი" უწოდა.

ფეხსაცმლის ყუთის ზომის მოწყობილობა, სახელწოდებით CL1, კლასიკური კომპიუტერისგან იმით განსხვავდება, რომ ის ოპერირებისთვის ადამიანის ტვინის უჯრედებს იყენებს.

2022 წელს Cortical Labs-მა დიდი გამოხმაურება მოიპოვა მას შემდეგ რაც პეტრის ჭურჭელში ადამიანის ტვინის უჯრედებს ვიდეო თამაში ასწავლა.

ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის "მინი-ტვინებს" კომპიუტერული თამაში ასწავლეს

როგორც New Atlas იუწყება, CL1 ფუნდამენტურად განსხვავებული მიდგომაა. სისტემა იყენებს ასიათასობით პაწაწინა ნეირონს, რომლებიც კულტივირებულია საკვებით მდიდარი ხსნარის შიგნით და განთავსებულია სილიკონის ჩიპზე.

"მყარი სილიკონისა და რბილი ქსოვილის" კომბინაციით, კომპანია ირწმუნება, რომ კოდის განთავსება პირდაპირ ნეირონებზე იქნება შესაძლებელი.

შემქმნელები ამბობენ, რომ მათი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება, მათ შორის ახალი მედიკამენტების შესაქმნელად.

"ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების წამლების დიდი უმეტესობა, რომლებიც კლინიკურ კვლევებამდე აღწევს, გამოსადეგი არ აღმოჩნდება ხოლმე. ამის მიზეზი ტვინთან დაკავშირებულ ნიუანსებშია. ჩვენი სისტემით ამ ნიუანსების მოგვარებას ვგეგმავთ", თქვა Cortical Labs-ის მთავარმა მეცნიერმა ბრეტ კაგანმა.

ახლა კომპანიას "ბიოლოგიური AI"-ს გაწვრთნა უნდა და ამისთვის მისი მოხმარებაში ჩაშვება სურს.

"დღეს 'განზოგადებული ინტელექტი' მხოლოდ ბიოლოგიურ ტვინს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ბიოლოგიურ ორგანიზმს მცირე რაოდენობის მონაცემებიდან დასკვნისა და რთული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია", — ამბობს კაგანი.

კაგანს იმედი აქვს, რომ ამ ყველაფრის გამეორებას მისი "ბიოლოგიური ხელოვნური ინტელექტიც" შეძლებს.

გარდა ამისა, ახალ მიდგომას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სხვა უპირატესობაც. მაგალითად, ნეირონები ფუნქციონირებისთვის მხოლოდ რამდენიმე ვატის სიმძლავრეს საჭიროებს, განსხვავებით თანამედროვე AI ჩიპებისგან, რომლებსაც ბევრად მეტი ენერგია სჭირდება.

მეორე მხრივ, Cortical Labs-ს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნეირონების სწავლებას, რაც კლასიკური ხელოვნური ინტელექტის დასწავლისგან განსხვავებულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.