ირაკლი ზარქუა

2 May. 2023, 14:43

მოსახლეობამ ვიცით ვის რა და როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა. აი, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40%-იანი სხვაობა, მერე? ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ? არა გრცხვენიათ? რატომ აკეთებთ ამას? ისედაც შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? უკვე ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ ისე გაკოტრდნენ ყველანაირად, მორალურად და პოლიტიკურადაც.

ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს მერამდენედ ეს ორგანიზაცია. შვიდჯერ უნდა შეცდეთ? ხაბე, მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14%-მდე არ არის.

ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ IRI თავისი კვლევებით სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებს თავს და შუალედურ არჩევნებში, სადაც მხოლოდ ქართული ოცნება იღებდა მონაწილეობას, ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება თვითდაჯერებულობის არ არსებობით ახსნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი მაშველებმა…