ნიკოლა ტესლას ოცნება რეალობა ხდება — DARPA უსადენო ენერგიაზე მუშაობს
DARPA ლაზერული სხივის უსადენო ენერგიის გადაცემის ქსელს ავითარებს, რათა აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს — და ეს მთელი პლანეტის მასშტაბით.
თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს. მიზანია, შეიქმნას ენერგიის უსადენო გადაეცმის ინფრასტრუქტურა და ეს აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის უწყვეტი ენერგიის მისაწოდებლად.
როგორც Popular Mechanics იტყობინება, ეს ნიშნავს ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებას პლანეტის გარშემო ელექტროენერგიის გადასაცემად.
და დიახ, ეს ნიკოლა ტესლას ცნობილი ოცნება, რომელიც მას 100 წელზე მეტი ხნის წინ ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგია, სახელწოდებით "fittingly enough POWER", აშშ-ის სამხედრო ძალებს თხევად საწვავზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის — როგორიცაა დიზელი და დაუცველი ელექტროგადამცემი ხაზები.
"გარემო შეიცვალა და სამხედრო ოპერაციებისთვის ენერგორესურსების ტრანსპორტირების უფრო ელასტიური მეთოდები გვჭირდება", — განუმარტა პოლკოვნიკმა პოლ კალჰუნმა Popular Mechanics-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
აშშ-ის სამხედრო ძალები პლანეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი. იმის გამო, რომ არ არსებობს მათი ენერგიით მომარაგების მარტივი გზები, ყოველწლიურად, საკითხის სიმწვავე იზრდება.
"ტექნოლოგიის მხრივ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მაღალი ენერგიის ლაზერებში, ტალღის სენსორში, ადაპტირებულ ოპტიკაში, მაღალი სიმაღლის ელექტრო საჰაერო პლატფორმებსა და ვიწრო ზოლებით მორგებული მაღალი ეფექტურობის ტექნოლოგიებში", — განმარტავს პოლკოვნიკი კალჰუნი.
"POWER ოპტიკური ენერგიის გამოსხივების პროგრამაა. არსებობს ენერგიის გამოსხივების სხვა პოტენციური მოდალობები, როგორიცაა მიკროტალღები, რომელთა შესწავლას მომავალ პროგრამებში ვაპირებთ. POWER-ისთვის, გამავრცელებელი ტალღა არის ლაზერი, რომელიც უზრუნველყოფს შორ მანძილზე მაღალ გამტარუნარიანობას", — ამბობენ მკვლევრები.
თავსატეხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საიმედოობის ფაქტორიც.
"ამ მიღწევებზე დაყრდნობით, DARPA სურს მოახდინოს რევოლუცია ენერგიის განაწილებაში. ეს საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ მდგრადი, ადაპტირებადი, მრავალგზიანი უკაბელო ენერგიის ქსელი", — თქვა კალჰუნმა.
ეს ტექნოლოგია სპეციფიკური დრონებისა და თანამგზავრების სახით გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალში. დრონები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე იქნება, გადასცემენ ერთმანეთს ლაზერულ ენერგიას გაფართოებულ დისტანციებზე. ანალოგიურად, თანამგზავრები შეასრულებენ მსგავს მისიას კოსმოსში.
მას შემდეგ რაც DARPA პროექტის სიცოცხლისუნარიანობა თეორიულად დაამტკიცებს, ის მის რეალურ განხორციელებაზე გადავა.
კომენტარები