ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის, დიუნის, ეკრანიზაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო კინოსამყაროში და 2023 წელსაც იმავეს განმეორებას უნდა ველოდოთ. დიუნის მე-2 ნაწილის გადაღებები უკვე დაწყებულია, რომლის რეჟისორიც დენი ვილნევია, ხოლო მთავარ როლებში კვლავ ზენდეიასა და ტიმოთი შალამეს ვიხილავთ.

ფოტო: Vanity Fair

უკვე ცნობილია იმ ახალი მსახიობების ვინაობაც, რომლებიც დიუნის მე-2 ნაწილში მიიღებენ მონაწილეობას. პირველი, ვინც დიუნის სამსახიობო გუნდს შეემატა, ლეგენდარული მსახიობი კრისტოფერ უოლკენია, რომელიც იმპერატორის როლს მოირგებს და ამ ისტორიის მთავარი ანტიგმირი იქნება.

ფოტო: Vanify Fair

დიუნის მე-2 ნაწილში ასევე ვიხილავთ ფლორენს პიუს, რომელიც პრინცესა ირულანს განასახიერებს.

ფოტო: Vanity Fair

ოსტინ ბატლერი, ტიმოთე შალამეს პერსონაჟის, პოლ ატრეიდასის კიდევ ერთ მტერს, ბარონი ჰარკონენის ძმისწულს განასახიერებს, რომელთანაც პოლს გადამწყვეტი ბრძოლა ექნება.

ფოტო: Vanity Fair

დიუნის მე-2 ნაწილში ლეა სეიდუსაც ვიხილავთ, რომელიც პერსონაჟ მარგოს განასახიერებს.

ფოტო: Vanity Fair

ფოტო: Vanity Fair

დიუნის მე-2 ნაწილის პრემიერა 3 ნოემბერს იგეგმება.

ფოტო: Vanity Fai