თბილისის მერიის განცხადებით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, მეტრო საბურთალოს ხაზზე მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა.

როგორც მერიის განცხადებში წერია, თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას.

გარდა ამისა, მერია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.