გურამ მაჭარაშვილი

6 Apr. 2023, 12:58

მეტი როგორ უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა და ელჩმა გულწრფელად, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. საზოგადოებას აღარ ეპარება ეჭვი უკვე. პირდაპირ ამბობენ, რომ იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ვამბობთ და ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი არასამთავრობო სექტორი გეუბნებათ. იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვიზეც ჩვენ გეუბნებით.

იმიტომ, რომ მოსამართლეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოსწონს შეერთებულ შტატებს და მერე იბარებ საელჩოში, ამიტომ, თქვენ დასანქცირდებით, უფრო სწორად, მოსამართლეები დასანქცირდებიან და თურმე რეფორმები ყოფილა საჭირო. 

მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს. კიდევ ერთი მთავარი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის — ისინი საქართველოს ამით ვერ ხედავენ, როგორც შემდგარ სახელმწიფოს და სუვერენულ ქვეყანას. ფორმალურად ამბობდნენ, ახლა აღარც ამბობენ უკვე, ადრე ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სუვერენულია და პატივს ვცემთ, ახლა, პრაქტიკულად, სუვერენიტეტსაც აღარ ამბობენ. 

მმართველი გუნდიდან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატისა და ქართული ოცნების რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. მაჭარაშვილის მსგავსად, გუშინ კობახიძემ თქვა, რომ აშშ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ უყურებს. გარდა ამისა, ისაუბრა იმაზეც, თითქოს მოსამართლეების დასანქცირების უკან დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევის პოლიტიკური ინტერესი არსებობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ