დავით კეზერაშვილი

3 Apr. 2023, 00:41

ამას სამი წელია ცდილობენ, რომ ამ ე.წ ქოლცენტრების თემაში ჩამრთონ. თავისთავად, აბსურდია. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, უსმენს მამაოს საქართველოში, მათ კონტროლქვეშაა ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკოსი, იციან ყველას გადაადგილების შესახებ, მათთვის საინტერესო ადამიანის. შემდეგ გამოდიან და იძახიან, რომ მე მაქვს საქართველოში არალეგალური ბიზნესი. და მე ამ ბიზნესს ვმართავ. როგორ წარმოგიდგენიათ ეს, როგორ ვმართავ? მე მიცავს ლილუაშვილი, მე მიცავს გომელაური? აბსურდულ რაღაცებს ამბობენ. არა, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესი საქართველოში — არც ლეგალური და არც არალეგალური.

რაც შეეხება ამ ქოლცენტრებს მთლიანობაში. კი, ამას აქტიურად ცდილობენ და ეს წამოვიდა საიდან. ერთ-ერთი ფორმულა იყო, ვინც აშუქებდა ამის შესახებ. გარკვეული სიუჟეტები იყო. არის გარკვეული ადამიანები, ვინც ამბობს, რომ აქვს ეს ბიზნესი, თუ არიან ჩართულები ამ საქმიანობაში, რომლებსაც მე ვიცნობ, მქონდა გარკვეული ურთიერთობები, ვმეგობრობდი და რახან ეს ასეა, ე.ი ეს ყველაფერი ვარ მე. საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა ყველას იცნობს. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ეგ არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც შეიძლება ხდებოდეს ამ ადამიანების გარშემო, ან ამაში ჩართული ვარ. არა, ეს ასე არაა. თუმცა მცდელობა არის მათი მხრიდან, რომ ეს მიმაწებონ.

ამის შესახებ დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან, ფორმულაზე ისაუბრა. მან ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ე.წ ქოლცენტრების თაღლითურ სქემაშია ჩართული უარყო და აბსურდი უწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…