გინება სხდომაზე და პარლამენტის გასასვლელში: ოცნების დეპუტატებმა სანიკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ფოტო: კადრები ვიდეოდან / TV პირველიო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა სხდომათა დარბაზში: პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა გუბაზ სანიკიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, "არაკაცი", "სულგაყიდული" და "მოღალატე" უწოდა და აღნიშნა, რომ ის 10 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს.
- "მტყუანის დედას შე**ცი" — შეაგინა მას გუბაზ ზანიკიძემ.
- ამას სხდომათა დარბაზში ხმაური და კამათი მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ღარიბაშვილის მიკროფონი იყო ჩართული და რთულია იმის თქმა, რა ხდებოდა დეპუტატების სკამებთან.
- TV პირველის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაურიც შეურაცხყოფას აყენებს გუბაზ სანიკიძეს და "ნაძირალას", "მაიმუნს", "ფარჩაკს" უწოდებს.
რა მოხდა პარლამენტის გასასვლელში: ამ ინციდენტიდან მალევე ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლა დაასრულა, დარბაზი დატოვა და 5-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
- სხდომის აღდგენის შემდეგ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ დეპუტატზე ფიზიკურად იძალადეს: "პრემიერმინისტრმა, როგორც ჩვევია ხოლმე, დაგეშა ხალხი უკვე ჩვენს კოლეგაზე, არამხოლოდ ჩვენს მოსახლეობაზე და იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ერთადერთი ძალა ქართულ ოცნებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეს — სიძულვილი გამოიყენოს, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას არ ეთანხმება".
- TV პირველმა პარლამენტის ფოიეში გადაღებული კადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ დეპუტატები ხმაურით ჩარბიან კიბეებზე, გასასვლელთან კი გუბაზ სანიკიძეს, ხელს ურტყამენ — სავარაუდოდ, შოთა ხაბარელი.
- ამის შემდეგ მას ერთ-ერთი პირი, რომლის იდენტიფიცირება კადრიდან რთულია, ქეჩოში კიდებს ხელს, ყვირის "დავი ახლა აქედან" და კარებში გაგდებას ცდილობს.
- ამ დროს ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, დავით მათიკაშვილი მას აგინებს: "ნაბი*ვარო, შენ მოგი**ნავ დედის მუ**ლს".
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე სასაუბროდ მივიდა.
- მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა მას, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ის ასე არ მოქცეულა.
- ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ახსენებდა რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობდა.
- მის ჩამონათვალში ომში ჩათრევის მცდელობებსა და სარფთხისშემეცველ 4 პროცესში მოხვდა სააკაშვილის ჩამოსვლა, უკრაინაში წამსვლელი მოხალისე მებრძოლებისთვის გაფრენის უფლების განხილვა, აქციები #შინევროპისკენ და 8-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი.
- პრემიერმინისტრმა სცადა, რომ ეს აქციები ძალადობრივად და მთავრობის გადატრიალების გეგმად წარმოეჩინა.
- ამავე ტრიბუნიდან, სადაც პოლარიზაციაში ევროპას და ოპოზიციას დასდო ბრალი, ღარიბაშვილმა ოპოზიციას ისევ უწოდა დესტრუქციული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კი ძალადობრივი და ანარქისტული.
- ღარიბაშვილს სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთგზის განუმარტა და მოუწოდა არ გამოიყენოს სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა და არ წაახალისოს პოლარიზაცია და აგრესია ოპონენტების, მედიის და აქტივისტების მიმართ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები