სალომე სამადაშვილი

24 Mar. 2023, 14:16

როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია დღეს პრემიერმინისტრი, ერთი სწორი რამ თქვა — ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა. ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, უმრავლესობაში რატო სხედან ეს ხალხი, იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. 

და ეს თუ სწორია, დღეს აქ ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი [ჩემი ბრალია] რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა. სამჯერ, სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად დამნაშავე ვარს ნიშნავს.

დამნაშავე ხართ, თქვენ, ბატონო პრემიერო. დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ. 

დამნაშავე ხართ, უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის. დიახ, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და იმაზე საუბრობ ნიშნის მოგებით, რომ თურმე უკრაინაში რა დღეში არიან და ვიღაცას ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდათ. სამარცხვინო ადამიანი ხარ.

და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა: დამნაშავე ვარ, Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს. იმიტონ, რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით.

ასე მიმართა პარლამენტში ინტერპელაციის მეთოდის მისულ პრემიერმინისტრის ლელოს დეპუტატმა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა  ირაკლი ღარიბაშვილს, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ის ასე არ მოქცეულა. ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრმა ახსენა რუსეთი, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტი დრო უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს დაუთმო. მის ჩამონათვალში ომში ჩათრევის მცდელობებსა და სარფთხისშემეცველ 4 პროცესში მოხვდა სააკაშვილის ჩამოსვლა, უკრაინაში წამსვლელი მოხალისე მებრძოლებისთვის გაფრენის უფლების განხილვა, აქციები #შინევროპისკენ და 8-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ხამენეის მხარდამჭერი აქციის კრიტიკის შემდეგ, გიგა ბოკერიას მარნეულელი რელიგიური პირი ეხმაურება
  2. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
  5. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი განმარტავს ბაზალეთის ტბასთან არსებული მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელი როგორ გახდა ეგვიპტის მოქალაქე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან "თავისუფლების მოედანიც" ნაცმოძრაობის წიაღიდანაა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკორექტირებენ, რადგან ამ კოალიციაში შემავალი…