ნინო წილოსანი

20 Mar. 2023, 13:33

პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე, რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ, ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის, მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი დათო ტურაშვილის კლინიკაში გადაყვანის ფაქტს. გუშინ, 19 მარტს ფორმულას ეთერში, გადაცემა მე-17 სართულში, დათო ტურაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა, ემოციური მიმართვა ჰქონდა და ჩანდა, რომ შეუძლოდ იყო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…