ნინო წილოსანი

21 Mar. 2023, 13:37

ამ დღეების მანძილზე, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ Gen-Z მიესაკუთრებინათ. ისევე, როგორც ცდილობენ, პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია.

ამ დღეების მანძილზე, ახალგაზრდა თაობის სახელით, რატომღაც საუბრობდნენ, ადამიანები რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. 

ამ დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ და აბსტრაგირება გაეკეთებინათ, მაგრამ ეს თაობა სწორედაც რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ, რა საჭიროებები ავთ და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან, სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ჩვენ ეს ინიციატივა, რომელზეც ეს ამბავი ატყდა. სწორედ რომ მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება, თუნდაც მათი ყველაზე მცირე ნაწილიც მნიშვნელოვანია. ამიტომ დავიხიეთ და ეს ნაბიჯი მივიღეთ ჩვენ.

აქვე ერთმნიშვნელოვნად მინდა, ვთქვა. პარლამენტის შენობის შტურმისტების, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ. ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა იმ სურვილით, რომ თავადაც ისწავლიან სხვების გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას.

ბოლოს კი მინდა, გითხრათ, Gen Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება, გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებითა და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ