გია ვოლსკი

19 Mar. 2023, 20:42

გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემასთან დაკავშირებით. გავცვალეთ გარკვეული აზრები ამ საკითხთან, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინეთ. საკადრო გადაწყვეტილებების თემა საბოლოოდ თუ იქნება დადასტურებული, ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს ის ადამიანი, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, პრემიერმინისტრი“.

გარკვეული მოსაზრებები ჩამოყალიბდა იმ კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სტრუქტურებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობას. არიან ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად გაემიჯნენ ქართულ ოცნებას. გარკვეული მოსაზრებები აქვთ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ მიიღებენ.

რასაკვირველია, აქ რეპრესიული სისტემა არ მუშაობს, წავიდა, 2012-ის შემდეგ ჩავაბარეთ წარსულს რეპრესიები, ნებისმიერი სახის, შიდაპოლიტიკური, სახელმწიფო დონეზე თუ საზოგადოების მიმართ. ასე რომ, სავსებით ჯანსაღი მსჯელობა იყო ამ თემაზეც და სხვა არაერთ საკითხზეც, მათ შორის, საერთაშორისო მდგომარეობასთან დაკავშირებით. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ