ნანა მალაშხია

11 Mar. 2023, 22:09

მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია, 47 წლის, საჯარო მოხელე. ჩვეულებრივი დღე იყო სამსახურის შემდეგ, მეუღლეს გავყევი ექიმთან და მოსაცდელში ჩავრთეთ საინფორმაციო სოციალური ქსელებით და ვნახე აქცია და ვნახე გარკვეული სიტუაცია, დაძაბულობაც და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ აი, აქედან მივდივართ პირდაპირ აქციაზე და ასე აღმოვჩნდით. 

[...] ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ რა, არც შემეშინდება ამის თქმა — კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტობრივად, კი არა და საბოტაჟი, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არანაირი შიშს გრძნობა არ მქონდა და წარმოიდგინეთ, რომ არც ახლა. 

გავიგე, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა და შეიძლება, რომ მსგავსი რამ მეც შემთხვეოდა, მაგრამ საერთოდ არ გამაჩნია შიშის გრძნობა, გულწრფელად გეუბნებით, არც მაშინ და არც ახლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…