ნანა მალაშხია

11 Mar. 2023, 22:48

მინდა, მოვიკითხო ის ბიჭები, როგორ არიან, იმიტომ, რომ მე დავზარალდი, მაქვს საკმაოდ ჩალურჯებები, ჰემატომები და ვიცი, რას ნიშნავს ჭავლის მოხვედრა და მით უმეტეს, ალბათ, მათ უფრო მეტი მოხვდებოდათ, იმიტომ, რომ ჩემს დასაცავად ზურგითაც იდგნენ და მფარავდნენ. წითელქუდიან ბიჭს განსაკუთრებული მადლობა. 

ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვუთხრა იმ ბიჭებს, თითოეულ მათგანს, იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, წამის მეათასედში მქონდა პროტესტის შეგრძნება, რატომ მაკავებენ და მინდოდა უფრო და უფრო წინ წასვლა.

წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, იმ ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი.…