ევროპარლამენტარი: მუხტარლის საქმეზე მოვითხოვთ გამჭვირვალობას, ან პარტნიორობა ეჭვქვეშ დადგება
ევროპარლამენტის ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საერთო რეზოლუცია შეადგინეს აფგან მუხტარლის საქმეზე, სადაც აზერბაიჯანს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს კი გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ. სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში, მედიაში არსებული მდგომარეობა დღეს, 15 ივნისს განიხილეს.
პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, მუხტარლის საქმის გამოძიებაში, ბაქო და თბილისი უნდა იყვნენ პარტნიორები:
"გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მეტი ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში ჩვენი პარტნორობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება".
ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გადადება არ შეიძლება და ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას მსგავსი პრეცედენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მათმა ნაწილმა კი თქვა, რომ უმჯობესია ჯერ მეტი ინფორმაცია გავრცელდეს ამ საქმეზე და სწორედ ამის შემდეგ მიიღონ რეზოლუცია.
პარასკევს, 16 ივნისს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ამაზე, ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსა თქვა, რომ მისი ვიზიტი მუხტარლის საქმეს მეტად აქტუალურს გახდის.
თუკი საქართველოს ჩართულობა დადასტურდება, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.
ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ აფგან მუხტარლი დაუყოვნებლოვ უნდა გათავისუფლდეს და ბრალდებები მოეხსნას, ხოლო ეს საქმე, საქართველოს რეპუტაციის სერიოზული დაცემა იქნება.
ევროპის სახალხო პარტიის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ თუკი საქართველოს ჩართულობა დადასტურდება, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების უხეში დარღვევა, რაც მკვეთრად დააზიანებს საქართველოს, როგორც ქვეყნის რეპუტაციასა და სანდოოობას.
ევროპარლამენტი საქართველოს ახსენებს ევროკონვენციის მე-3 მუხლს, სადაც წერია, რომ ქვეყანა ვალდებულია არ გადასცეს სხვა ქვეყანას ის პირი, რომელსაც შესაძლოა ემუქრებოდეს წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.
ევროპარლამენტი მტკიცედ მოუწოდებს აზერბაიჯანს პატივი სცეს მედიის თავისუფლებას, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და დაასრულოს მთავრობის კრიტიკის ცენზურა, მედიასაშუალებებში.
თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს. შსს ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები