დავით ხუფენია

8 Mar. 2023, 17:17

მშვიდობიანად ვაპროტესტებდი, სიტყვისა და აზრის გამოხატვის ფარგლებში, სპეცრაზმელებმა თავდაპირველად გამოიყენეს წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი, ცრელმსადენი გაზი და ბოლოს გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

პირველად ჩემ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული რეზინის ტყვია, რომელიც მომხვდა სახის არეში, ზედა ტუჩზე და ჩაგლეჯილი მაქვს, ფაქტობრივად, მძიმე დაზიანება მაქვს. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და ძირს ვვარდებოდი, თუმცა, იქ მყოფები დამეხმარნენ, მეგობრები და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმიყვანეს და შემდეგ უკვე სასწრაფოდ გადამიყვანეს კლინიკაში. მინდა მათ და ექიმებს მადლობა გადავუხადო მათ და ექიმებს. 

[...] მე ლაივიც მქონდა ჩართული, ვისაც უნდა, შეუძლია ნახოს. სპეცრაზმელებისგან ზურგით დავდექი დაახლოებით 10 წამი, შემდეგ ზუსტად მათკენ გავიხედე და როგორც კი გავიხედე, მაშინვე მომარტყეს, ზუსტად იმ მიმართულებიდან. 99% ვიცი, რომ დამიმიზნა სახეში და მესროლა რეზინის ტყვია. ისეთი მწარე იყო, რომ უცებ მეგონა, თავის მეორე მხარეს გაიარა ამ ტყვიამ. ასევე, მეგონა, რომ კბილები ჩამტვრეული მქონდა, საერთოდ პირის ღრუ თუ მქონდა, ვერ ვგრძნობდი. საშინელი შეგრძნება იყო, არ ვუსურვებ არავის.

[...] ჩიტაძის ქუჩაზე ვიყავი, ტყვია როცა გამარტყეს. 15 მეტრიდან მესროლეს რეზინის ტყვია. განა, შორს ვიდექი. სადაც დროშა იყო გაშლილი, მეც ხელში დროშა მეჭირა, 15 მეტრიდან გამარტყეს ტყვია. სასწრაფო დახმარების რუსთაველის გამზირზე და იქამდე მიმიყვანეს იქვე მყოფებმა. იქვე ვერ ხერხდებოდა პირველადი დახმარება, თუმცა, არც მახსოვს, შეიძლება რაღაც ნემსი გამიკეთეს, ან რაღაც წამალი დამალევინეს, თუმცა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო და გადამიყვანეს კლინიკაში. 

უთხრა ფორმულას აქციაზე ერთ-ერთმა დაშავებულმა, დავით ხუფენიამ. გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 235 გარდაიცვალა.CNN-ის ცნობით, ამის შესახებ…