თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები

7 Mar. 2023, 12:14

ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის, დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად. რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტად დაკავშირებული საშიშროების შესახებ. რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლებას. 

მიგვაჩნია, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის განხილვით ქვეყნის დემოკრატიას და თითოეულ მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს კანონი არის რუსული, რადგან ჯაშუშის იარლიყის მიკერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ფინანსურ კოლაფსამდე მიყვანა ცნობილი რუსული პრაქტიკაა. რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთი ასევე მტერია დემოკრატიული ღირებულებების. ჩვენთვის, როგორც კულტურის სფეროს ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია მოცემული კანონის ამოქმედების შესაძლებლობის გაცნობიერება. მტკივნეულია, რადგან ჩვენ გვეზღუდება განათლების მიღების, საზღვარგარეთული პრაქტიკებისა თუ თეორიების გაცნობის, ცოდნის გაფართოების შესაძლებლობების რეალიზების უფლება. მტკივნეულია, რადგან არ გვსურს განმეორდეს ტრაგედია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქართულმა კულტურამ ახალგაზრდა ხელოვანების აგენტებად გამოცხადების შემდეგ მათი ფიზიკური განადგურების შედეგად გადაიტანა. 

ჩვენ არ გვინდა წარმოვადგენდეთ ხელოვნებას, რომელიც მთავარ ღირებულებაზე გამოხატვის თავისუფლებაზე არ დგას. რადგან ასეთი ხელოვნება ჩანასახშივე განწირულია სიკვდილისთვის. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან წარმოვადგენთ თაობას, რომელსაც სურს, იცხოვროს თავისუფალ, თანასწორ, სოლიდარულ საზოგადოებაში. მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და დავუპირისპირდეთ მიმდინარე მავნებლურ პროცესებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვინ აფინანსებდა "ტელეიმედს", "რუსთავი 2"-ს, "პოსტვ"-ის, "ტვ პირველს" და "ფორმულას" III კვარტალში?
  2. ირაკლი კობახიძე: ქვეყანა თავზე რომ დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ამ დონეზე დეტალებზე მიდიოდა საუბარი
  3. სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
  4. ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  5. 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით", — ამის შესახებ ოცნების…