სალომე ზურაბიშვილი

7 Mar. 2023, 11:13

მაშინ როცა ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, საბაზისო განათლებაზე ან ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენ ვერ დავივიწყებთ ირანელ გოგონებს, რომლებიც თავიანთ სკოლებში მოიწმამლნენ; ჩვენ ვერ დავივიწყებთ სწავლასმოკლებულ ავღანელ გოგონებს; ჩვენ ვერ დავივიწყებთ უკრაინელ ქალებს, რომლებიც ტრაგიკულ ვითარებაში იცავენ თავიანთ ძირითად უფლებებს, რათა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა შენარჩუნონ; ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ სვეტლანა წიხანოვსკაია, რომელსაც ჩვენი სოლიდარობის მიუხედავად დღეს ბელარუსის მთავრობამ პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ თურქი ქალები და ბავშვები, კატასტროფული მიწისძვრისას.

და სანამ ყველას მათ ვიხსენებთ, შემიძლია იმით მაინც გავიხარო, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი, ისინი ამ მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი — ჩვენ გისმენთ და გხედავთ, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ შეგვიძლია დაგეხმაროთ ისე, როგორც საჭიროა!

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…