შშმ ახალგაზრდები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი
ამ დროისთვის განცხადებას ხელს 50-მდე ადამიანი აწერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
დეტალები: შშმ ახალგაზრდები ამბობენ, რომ რუსული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელს მოსახლეობას, მათ შორის, შშმ პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები არიან.
- "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათივე თქმით, უცხოური დაფინანსების დამსახურებაა, რომ არსებობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შშმ პირებისთვის და ა.შ.
- "თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში", — ვკითხულობთ ერთობლივ მიმართვაში.
- შშმ პირები ამბობენ, რომ რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ვეღარ მიიღებენ მათთვის აუცილებელ სერვისებსა და მომსახურებებს, შეფერხდება მათი უფლებრივი მდგომარეობა, საზოგადოებრივი ინტეგრაცია, პოლიტიკური თანამონაწილეობა, ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრება.
- "ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი ევროკავშირია".
-
საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
"რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
გადახედვა
-
ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით
გადახედვა
-
კაია კალასი და მარტა კოსი თურქეთს ეწვევიან კაია კალასი და მარტა კოსი თურქეთს ეწვევიან
გადახედვა
-
"გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე "გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
გადახედვა
-
სტილს ყოველთვის ბევრი ფული არ სჭირდება — ზენდეია პარიზში $34.99-იანი მეორეული მაისურით გამოჩნდა სტილს ყოველთვის ბევრი ფული არ სჭირდება — ზენდეია პარიზში $34.99-იანი მეორეული მაისურით გამოჩნდა
გადახედვა
-
ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა
გადახედვა
-
წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა წყალს შეიძლება ორი სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს მეცნიერებმა ყავის ნარჩენები საწვავად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ფსსს: კორუფციულ საქმეებზე 400 და 600 ლარის ქრთამის აღებისთვის 2 პირი დააკავეს ფსსს: კორუფციულ საქმეებზე 400 და 600 ლარის ქრთამის აღებისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ნოდარ მელაძე: "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა ნოდარ მელაძე: "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა
გადახედვა
-
"ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ — მიითვისეს პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედების ₾2 მლნ-ზე მეტი "ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ — მიითვისეს პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედების ₾2 მლნ-ზე მეტი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს
გადახედვა
-
გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყებას ითხოვს გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში
-
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
კომენტარები