ანა აბაშიძე

2 Mar. 2023, 18:04

ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენ მას მერე, რაც ვთქვით, რომ ვართ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვიკისრეთ ვალდებულება, რომ იმ ადამიანებს მხოლოდ სასამართლო დარბაზებში კი არ დავიცავთ, ამათგანაც დავიცავთ ყველგან. ამიტომ ვარ აქ.

ახლა დღეს ამ რუსული, ანუ ანტიქართული კანონით, აზიანებენ ყველა ბავშვს, ვინც ოდესმე დამიცვია ან აწი დასჭირდება დაცვა, აზიანებენ ყველა შშმ ადამიანს, ბავშვს, ქალს, კაცს. აზიანებენ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, რადგან ეს პრობლემები ადამიანის უფლების თვალსაზრისით, ადამიანებს უჩნდებათ იმიტომ, რომ ესენი მუშაობენ ცუდად. და ვინ უნდა დაეხმაროს ამ ადამიანებს, თუ არა ჩვენ, რომელსაც სამოქალაქო სექტორს, ჯამში, გვეძახიან. ამიტომ ეს კანონი ცდილობს, გაგვაქროს ჩვენ, რადგან ის მსხვერპლი დარჩეს მოძალადესთან მარტო. ამის საშუალებას არ მივცემთ. [...]

ამ კანონის უკან წაღება მოუწევთ. ვერ იქნება ვერცერთი კანონი სწორი და ქართული, რომელიც მიმართულია მშიერი ბავშვის კიდევ უფრო დასამშევად, აი, ეს არის ეს კანონი. ამის შემდეგ ვერცერთი ადამიანი ვერ ნახავს უფასო სერვისს, ეს იქნება საადვოკატო, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, თერაპიული, ლოგოპედიური... ყველა ეს სერვისი დღეს უფასოდ არის ქართველი ხალხისთვის, ამაში ჩვენ გვეხმარება სხვა ქვეყანა, რომ ჩვენს მოქალაქეს მივცეთ. ამის გაქრობა უნდათ.

ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტმა, ანა აბაშიძემ ფორმულასთან ისაუბრა. ის მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან რუსულ კანონს აპროტესტებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…