შალვა პაპუაშვილი

25 Feb. 2023, 12:08

იმ პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე, რაც ამ პროექტის, ახლა უკვე ორი პროექტია, გარშემო მიმდინარეობს, ხდება პირდაპირ სტიგმატიზება მისი რუსულ კანონად, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგები არის ის წუხილი, რომელიც მათ აქვთ, განსაკუთრებით, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რომელიც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით.

ამ საუბრებში, რასაც ისედაც საჯაროდ ვსაუბრობთ, ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, პარტნიორებთან რა საუბარიც მქონია მე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…