შალვა პაპუაშვილი

25 Feb. 2023, 11:21

გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან. მივიღეთ მადლობა მისგან ჩვენი მხარდაჭერისთვის და ეს არის, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ამიტომ მე უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ საკითხთან დაკავშირებით, გაესაუბრება მას. ზოგადად, ამიტომ არის და ვამბობთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები და ვფიქრობ, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ.

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ანდრი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ. გუშინ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატები შოიგუს დაკრულზე, უკრაინელებისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე ცეკვავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…