მამუკა მდინარაძე

21 Feb. 2023, 18:54

ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე თავიანთი პოზიცია, რომ სურდათ ამერიკულის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით.

ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანების უფლებებთან, პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, მართლა დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი, ამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, ხედავთ ამ ყველაფერს.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ანტიდასავლური მოძრაობა ამჯერად აპირებს, დააინიციროს "უცხოური გავლენის აგენტებზე" ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმით, "სუფთა ამერიკული" იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…