მამუკა მდინარაძე

22 Feb. 2023, 17:56

შეთავაზება მაქვს ოპოზიციასთან.[...] მოდი, პირდაპირ გასცენ პასუხი, ხალხის ძალასაც და მეც ახლა, როცა ამ წინადადებას ვაყენებ. მათ თქვან, დაუჭერენ თუ არა მხარს ამერიკული ვარიანტის კოპიოს, პირდაპირ თარგმანს, ამის შემდეგ მე უკან წავიღებ სიტყვებს, იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ ვარიანტს. ვიფიქრებთ, დავუჭერთ თუ არა მხარს. თუ ეს მისაღებია ჩვენი ოპონენტებისათვის, რაც არის ამერიკულ კანონმდებლობაში და გადმოვაქართულოდ უბრალოდ, ენა შევცვალოთ, დანარჩენი ყველაფერი დავტოვოთ, ეს კარგია და მივიღოთ, მაშინ მივიღოთ. იმ სპეკულაციებს და სისულელეს თავი დაანებონ, რომ რუსული და რუსული.[...]

თუ ისინი მხარს დაუჭერენ, შესაძლებელია, ჩვენც ვიფიქროთ ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერაზე. 

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მან დილით თქვა, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, თუმცა მერე აზრი შეიცვალა და თქვა, რომ თუ ოპოზიცია მხარს დაუჭერს ამერიკულ ვარიანტს, ისინიც დაფიქრდებიან ამ ვერსიის მხარდაჭერაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი…