გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს გაათავისუფლებს
ფოტო: მარიენკო ანდრეი / Unian
CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა ჩაატარა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს, თუმცა, აზრები იყოფა იმის შესახებ, შეძლებს უკრაინა თავისი ტერიტორიების სრულად, თუ მხოლოდ ნაწილობრივ გათავისუფლებას.
- მათივე ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტ ოპტიმიზმს გამოხატავენ უკრაინის წარმატების მიმართ, ვიდრე ქართული ოცნების მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობელი ადამიანები.
დეტალები: მოსახლეობის მხოლოდ 5% ამბობს, რომ ომი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სრული ოკუპაციით დასრულდება.
- დანარჩენი ნაწილი დაახლოებით თანაბრად იყოფა მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ომი ნაწილობრივი ოკუპაციით დასრულდება; უკრაინის ტერიტორიების სრულად გათავისუფლებით დასრულდება და ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
- ჯგუფებს შორის განსხვავება არ იკვეთება და მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები გამოირჩევიან უკრაინის ტერიტორიების სრულად გათავისუფლების ყველაზე დიდი მოლოდინით — 52%, როდესაც სხვა ჯგუფებში ეს სიდიდე მაქსიმუმ 39%-ს აღწევს.
ლიდერების შეფასება უკრაინაში მიმდინარე ომზე: უცხოელ ლიდერებს შორის რესპონდენტები დადებითად აფასებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, ბორის ჯონსონისა და ჯო ბაიდენის როლს, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის როლს — უარყოფითად.
- კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის, ისევე, როგორც უკრაინის მხარდამჭერი დასავლელი ლიდერების როლს, ქართული საზოგადოება დადებითად აღიქვამს, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებების შეფასება იცვლება იმის შესაბამისად, თუ რომელ პარტიას უჭერს ესა თუ ის ადამიანი მხარს.
- მოსახლეობის 4% ძალიან დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ქმედებებს ამ ომთან მიმართებაში, 42% — მეტწილად დადებითად, 16% — მეტწილად უარყოფითად, 13% — ძალიან უარყოფითად.
- ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მონაცემები ასეთია: 16% — ძალიან დადებითად, 39% — მეტწილად დადებითად, 15% — მეტწილად უარყოფითად, 9% — ძალიან უარყოფითად.
მეთოდოლოგია: CRRC-ის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვა 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა.
- ჯამში გამოიკითხა 1 523 ზრდასრული (18 წლის და უფროსი) საქართველოს მოქალაქე.
- გამოკითხვაში გამოყენებულ შერჩევასა და მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს შორის განსხვავებების კომპენსაციის მიზნით, ანგარიშში შეწონილი შედეგები გაანალიზეს.
- გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში CRRC-საქართველომ რანდომიზებული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში რესპონდენტების ერთმა ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის წარმატებებს უსვამდა ხაზს, მეორემ — ინფორმაცია, რომელიც აქცენტს უკრაინის დანაკარგებზე აკეთებდა, მესამეს კი დამატებითი ინფორმაცია არ მიუღია.
- ავტორის განცხადებით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი გავლენას ახდენს ზოგიერთი ჯგუფის განწყობაზე რუსეთთან კომპრომისის მიმართ.
- მათი თქმით, დანაკარგების შეტყობინებამ ყველაზე საგრძნობი ზეგავლენა იქონია სხვებზე უფრო პროდასავლურად განწყობილ ჯგუფებში, რომლებიც ამავდროულად ყველაზე ნაკლებად უჭერდნენ მხარს რუსეთთან რაიმე კომპრომისს.
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა


კომენტარები