ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა. გემს და მის ისტორიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოპულარულ კულტურაში. და აი ახლა, მისი აღმოჩენიდან 37 წლის შემდეგ, ჩაძირული გემის თითქმის საათ ნახევრიანი ვიდეოს ნახვა სრულად შეგვიძლია.

ვიდეო შედგება იშვიათი და, ძირითადად, გამოუქვეყნებელი კადრებისგან. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ტიტანიკის კადრებს თავიდან ბოლომდე ვხედავთ.

როგორც Science Alert იტყობინება, ვიდეო გადაღებულია 1986 წლის ივლისში. მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასალის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის.

ჩაძირული გემი სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიუფაუნდლენდის სანაპიროდან ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, 3 780 მეტრის სიღრმეზეა.

როგორ აღმოაჩინეს ტიტანიკი?

ნამსხვრევები პირველად WHOI-სა და ფრანგული ოკეანოგრაფიული საძიებო ჯგუფის ერთობლივი მისიისას, 1985 წლის პირველ სექტემბერს აღმოაჩინეს. მკვლევრებმა ეს ბუქსირებადი წყალქვეშა კამერის გამოყენებით შეძლეს. უკვე 1986 წლის ივლისში სამ კაციანი ეკიპაჟი დაბრუნდა ადგილზე, რათა შემდგომი კვლევები განეხორციელებინა და კადრებიც გადაეღო.

"პირველი, რაც წყალში ჩასულმა სიბნელეში დავინახე, ეს იყო უზარმაზარი კედელი, გიგანტური ფოლადის კედელი, რომელიც ჩვენგან 30 მეტრის სიღრმეზე იყო აღმართული", — თქვა წყალქვეშა მკვლევარმა რობერტ ბალარდმა 1986 წელს.

ახლა ამ ყველაფრის ნახვა ყველას შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.