მხატვარი, ანდრო დადიანი პრეზიდენტის სასახლეს თავის ნამუშევარს ჩუქნის
ფოტო: ანდრო დადიანი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კულტურის სამინისტრო გააკრიტიკა, უწყების გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და იქიდან ნახატები წამოიღო.
- 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
- ზურაბიშვილის კრიტიკა სამინისტროს მიმართ სწორედ სულაბერიძის საქმეზე ქურდობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას მოჰყვა.
- 12 თებერვალს, ხელოვანის მხარდასაჭერად გამართული აქციის შემდეგ, რომელსაც ათობით პოლიციელი იცავდა, ზურაბიშვილმა დაწერა, რომ პოლიციის 20 მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.
- "მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?" — კითხულობდა ზურაბიშვილი.
დეტალები: დადიანის თქმით, პრეზიდენტის სასახლე თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია.
- იგი სხვა მხატვრებსაც მოუწოდებს, პრეზიდენტს თავიანთი ნამუშევრები აჩუქონ.
- "ამ სივრციდან შეგვიძლია, თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე".
წერილში დადიანი თავისი ნამუშევრის შინაარსზე საუბრობს, ყურადღებას "მოკლე მეხსიერებაზე" ამახვილებს და ამბობს, რომ ყველა ახალი ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს.
- "მოკლე ისტორიული მეხსიერება" დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს სამფეროვანი დროშა 2004 წელს შეიცვალა, თუმცა დღეს ჩვენ ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას, თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას, ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.
- ობიექტზე ე.წ. ცრემლები "პერესტროიკის" დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომლებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა, გავიხსენო".
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები