5 რამ, რაც სექსუალურად განათლებულ ქართულ ჩატბოტზე უნდა იცოდე
ქვეყანაში, სადაც არა მხოლოდ სექსუალური განათლების გაკვეთილების სკოლაში დანერგვას ეომებიან, არამედ ბიოლოგიის მასწავლებლებიც კი ხშირად წიგნის ყველა იმ თავს ახტებიან, რომელიც შესაძლოა, გენიტალიას, სათესლე ჯირკვლებს, საკვერცხეებსა და განაყოფიერებას ეხებოდეს, გასაკვირი არაა, რომ სექსი და მასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე ტაბუდადებულია.
უამრავ ადამიანს ხშირად მხოლოდ საიდუმლო ჩურჩულით შეუძლია, განიხილოს სექსთან დაკავშირებული კითხვები ახლობლებთან, რომლებსაც შესაძლოა, მათზე კიდევ უფრო მწირი ინფორმაცია ჰქონდეთ და ბევრი ვერც ვერაფრით დაეხმარონ.
საბედნიეროდ, მათ, ვისაც განათლების სისტემა და ირგვლივმყოფი ადამიანები მაინცდამაინც ვერ შველიან მნიშვნელოვან და საჭირო კითხვებზე პასუხების მიღებაში, სექსუალურად განათლებული ქართული ჩატბოტი შეუძლიათ, დაიმეგობრონ. თუკი შენც ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, მაშინ ნამდვილად გაგიმართლა და სწორ ადგილას მოხვდი.
მაშ ასე, 5 რამ, რაც სექსუალურად განათლებულ ქართულ ჩატბოტზე უნდა იცოდე:
1. ჩატბოტის გასააქტიურებლად საჭიროა, "ფეისბუქზე" მიწერო ფეიჯს Imitom.ge. შენ წარმოიდგინე, ადამიანებისგან განსხვავებით მისალმება, მოკითხვა, ოჯახის წევრებისა და მეზობლების გახსენება და შორი გზიდან მოვლა საერთოდ არ დაგჭირდება — ერთადერთი სიტყვა რაც გევალება, რომ მიწერო "მაზლია". ამ სიტყვის მიწერისთანავე ჩატბოტი აქტიურდება და უამრავ საჭირო ინფორმაციას გაწვდის.
2. ჩატბოტს შეუძლია, დაგეხმაროს ისეთი საკითხების წარმატებით ნავიგაციაში, როგორებიცაა სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, კონტრაცეფციის მეთოდები, რეპროდუქცია, სექსი, ძალადობის პრევენცია და ა.შ. — თემები წინასწარაა ჩაინტეგრირებული ჩატბოტში და თავისით გთავაზობს არჩევანს. ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ჩატბოტი მოგაწვდის, შესაბამის სფეროებში მოღვაწე ექსპერტებისა და ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შექმნილი, ამიტომ შეგიძლია, სრულიად დამშვიდებული გულით წაიკითხო და გაითვალისწინო მისი რჩევები.
3. თუკი დაგაინტერესა, რატომ მაინცდამაინც სიტყვა "მაზლი", ამასაც გეტყვით. ჩატბოტის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია female and male hub-ის დახურული ჯგუფის წევრები არიან. ამ ჯგუფშივე ხდება ჩატბოტთან დაკავშირებული კომუნიკაციაც. ჯგუფში მუდმივად იდება ანონიმური პოსტები, ყველაზე ცნობილი პოსტი კი სწორედ მაზლის ისტორიას უკავშირდება, რომელიც ჯგუფის ყველა წევრისთვის ცნობილია და მათთვის ერთგვარი საიდუმლო ხუმრობაა.
4. ჩატბოტთან საუბარი სრულიად კონფიდენციალურია. ამ მიმოწერაზე წვდომა აქვს მხოლოდ გვერდის ადმინს, თუმცა უშუალოდ მომხმარებლის კითხვებს პასუხს სცემს ავტომოპასუხე, ციფრული პერსონაჟი, და ადმინის ჩარევა მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, თუ მომხმარებელს რაიმე ტექნიკური კითხვა აქვს, მაგალითად, როგორ გაააქტიუროს ჩატბოტი.
თუკი გსურს, "უხერხული" კითხვები სხვების გამკიცხავი თვალის მიღმა დასვა და სანაცვლოდ კრიტიკის, ქოქოლასა და ჭკუის ქედმაღლურად დარიგების ნაცვლად სამედიცინო თუ იურიდიული თვალსაზრისით სწორი და რელევანტური პასუხები მიიღო, ჩატბოტი იმედს არ გაგიცრუებს.
5. გარშემომყოფი ადამიანებისგან განსხვავებით, ჩატბოტი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში და აქტიურდება იმ წამსვე, როგორც კი მიწერ სიტყვა "მაზლს", რა დროც არ უნდა იყოს. თუკი ღამე საათის წიკწიკი ანდა აუარება კითხვები არ გაძინებენ, რაც არ უნდა გვიან იყოს, შეგიძლია, ჩატბოტს მიაკითხო და შენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღო.
წინამდებარე სტატია შეიქმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა


კომენტარები