ინტერნეტის რეაქციები ბადრი ესებუას დაკავებაზე
დღეს, 8 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ცნობილმა ფრაზამ — ვეძებთ — აქტუალობა დაკარგა, რადგან ბადრი ესებუა, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა, უკვე ქუთაისის საპატიმროშია.
დაახლოებით 3-წლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ის სამეგრელოში, სოფელ ჯიხაშკარში აიყვანა.
ესებუა აქამდეც არაერთხელ გახდა მიმების და ხუმრობების წყარო, შესაბამისად, დაკავებას ფეისბუქმომხმარებელთა ხუმრობები მოჰყვა. ტრადიციულად, საუკეთესო ინტერნეტრეაქციებს გთავაზობთ.
მთავარი არხის ინფორმაციით, ესებუა 2 წლის განმავლობაში საკუთარი სახლიდან 2 კილომეტრში, ნათესავის სახლში იმალებოდა, რაც, ასევე, გახდა სახუმარო პოსტების ინსპირაცია.
ეს ცნობილი ხუმრობა ამ ამბავსაც მოერგო
მიუძღვნეს ლექსებიც
იყო ასეთი ვარიანტებიც
და ასეთიც
(სენაკში ესებუას ეუბნებიან: ეჰ, ჩემო ბადრი, ვერ გაუფრთხილდი თავს)
ესებუას დაკავების შემდეგ, არც ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლება დავიწყებიათ
ზოგმა ესებუას შეწყალებაც კი ითხოვა, კობახიძემ კი "იხუმრა" და თქვა, რომ "რადიკალური ოპოზიციისგან" #FreeEsebua კამპანიას ელოდება
ვენერა ობოლაშვილის დაშინებული დიზაინერები ესებუას საკითხზე დუმილის უფლებით სარგებლობენ
"შეთავაზებებიც" მიუღია
და რაც არ უნდა გასაკვირი იყო, იხუმრა "ბადრი ესებუამაც"
კომენტარები