ირაკლი ღარიბაშვილი

6 Feb. 2023, 14:52

მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრულია, ასე ვიტყოდი, მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, ახლა საზოგადოებას წარვუდგინო ეს. ანუ, პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგი. 

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, ვიტყვი: ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი თუ სხვა, შაქარი, მარილი, ზეთი საბითუმო ფასებზე დამატებული არის, საბითუმო ფასებზე, გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 70-60% და 50-80% არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება შემდეგ უკვე, საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ, 25-30%. გამოდის, რომ ჯამში, ჩვენ, მოსახლეობა, ჩვენს ხალხს უწევს 100%-იანი, თითქმის ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა. რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. [...]

ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა, დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე, მაქსიმუმ, 2 კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა

დღეს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს,…