ჩინეთში OpenAI-ის ჩეთბოტის კონკუენტის შექმნაზე ფიქრობენ. როგორც Bloomberg იტყობინება, ეს კონკრეტული გეგმა Baidu-ს აქვს, ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, Baidu დამოუკიდებელი აპლიკაციის ჩაშვებას გეგმავს, სანამ საბოლოოდ დააკავშირებს მას თავის საძიებო სისტემაში.

ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით Baidu-ს მომავალი ჩეთბოტის შესახებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტექ გიგანტის აქციები ხუთ პროცენტით გაიზარდა, ბუნებრივია კომპანიაში მადაც მოემატათ.

შემდეგი პოდკასტი: ChatGPT — რევოლუციური ჩეთბოტი თუ Google-ის შემცვლელი

ეს მოსალოდნელი არ იყო, რადგან ChatGPT სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. მეტიც, ტექ კომპანიები, როგორიცაა Google, ცდილობენ დაეწიონ OpenAI-ის. მაგალითად, გასულ თვეში, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ გამოაცხადა "წითელი კოდი" ChatGPT-ის პოპულარობის ზრდის გამო.

საუბრის ძიება

Baidu-მ უკვე განახორციელა მილიარდების ინვესტიცია ხელოვნური ინტელექტის კვლევაში. მისი არსებული მანქანური სწავლების მოდელი Ernie-ია სწორედ ის, რაც გავრცელებული ინფორმაციით ახალი ჩეთბოტის შექმნას დაუდებს საფუძველს.

არც ჩინელებისთვისაა ჩეთბოტები უცხო. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტმა Melissa-მ ჩინეთში მილიონობით მარტოსული მომხმარებლის გული მოიგო.

თუმცა, ისევე, როგორც ChatGPT, Baidu-ს ჯერ კიდევ უსახელო ჩეთბოტი სავარაუდოდ ბევრად მულტიფუნქციური იქნება. Reuters-ის თანახმად, ის ძიების სისტემას კიდევ უფრო გამართულს გახდის.

ასევე საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა ფორმას მიიღებს ჩეთბოტი ჩინეთის რეალობიდან გამომდინარე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იმავე მონაცემებს დაეყრდნოს, რასაც OpenAI-ის ChatGPT.

რამდენად პოპულარული გახდება Baidu-ს შექმნილი ჩეთბოტი, ეს კიდევ ცალკე თემაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.