M&M’s-მა "სექსუალური კანფეტები" ჯერ შეცვალა, შემდეგ კი რეკლამებიდან ამოიღო
M&M’s-ის გადაწყვეტილებით, "მოლაპარაკე კანფეტებს", რომლებსაც ბრენდის მიერ წარმოებული ტკბილეულის რეკლამებში ვხედავდით, მსახიობი და კომიკოსი მაია რუდოლფი ჩაანაცვლებს. მოლაპარაკე კანფეტები წლების განმავლობაში M&M’s-ის რეკლამებში ჩნდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ყავისფერი და მწვანე კანფეტების გარეგნობა შეეცვალა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.
M&M’s-ის ირგვლივ სკანდალი მაშინ დაიწყო, როცა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ბრენდმა მოლაპარაკე ტკბილეულები "ნაკლებად სექსუალურები" გახადა. ამის არგუმენტად კარსლონმა M&M-ის მწვანე კანფეტის გარეგნობის ცვლილება მოიყვანა, რომლის მაღალქუსლიანი ჩექმები სპორტული ფეხსაცმელებით შეიცვალა.
ამ ცვლილების შემდეგ M&M’s-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკე კანფეტების რეკლამებში ჩვენებას დროებით წყვეტდა, ახლა კი ბრენდმა თავის სახედ მაია რუდოლფი აირჩია. "არ გვეგონა, რომ გარეგნობის ცვლილება ინტერნეტში განხეთქილებას გამოიწვევდა. თუმცა ახლა გვესმის, რომ კანფეტების ფეხსაცმელმაც კი შეიძლება საზოგადოება ორად გაყოს, ეს კი უკანასკნელი რამაა, რაც M&M’s-ს სურს, რადგან ჩვენ ადამიანების გაერთიანებას ვცდილობთ", — ვკითხულობთ M&M’s-ის განცხადებაში.
M&M’s-მა ახალი განცხადებით საზოგადოებას ისიც შეატყობინა, რომ დღეიდან მოლაპარაკე კანფეტებს განუსაზღვრელი დროით უნდა დავემშვიდობოთ. "გადავწყვიტეთ, ჩვენი მოლაპარაკე ტკბილეული განუსაზღვრელი ვადით შეგვეჩერებინა. მათ ნაცვლად სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი ბრენდის ახალ სახეს, ყველასათვის საყვარელ მაია რუდოლფს, რასაც ამერიკა ერთხმად დაეთანხმება. გვჯერა, რომ მაია თავის არაჩვეულებრივ ნიჭსა და ძალას გამოიყენებს ისეთი სამყაროს შესაქმნელად, რომელშიც თავს ყველა კარგად იგრძნობს", — ვკითხულობთ M&M’s-ის განცხადებაში.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
კომენტარები