სტენფორდის მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ გამოცადეს ტვინი-კომპიუტერის ახალი ინტერფეისი (BCI), რომელსაც წუთში 62 სიტყვის გაშიფვრა შეუძლია. ეს ბოლო რეკორდს 3,4-ჯერ აუმჯობესებს!

ეს უზარმაზარი ნაბიჯია რეალურ დროში ფიქრის მეტყველებად გარდაქმნისკენ.

მაქს ჰოდაკმა, რომელმაც კომპანია Neuralink ილონ მასკთან ერთად დაარსა მიღწევას უმნიშვნელოვანესი უწოდა.

როგორც დეტალურადაა აღწერილი ჯერ კიდევ გადასახედ ნაშრომში, სტენფორდის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ქერქის შედარებით მცირე რეგიონში სჭირდებოდათ ტვინის აქტივობის ანალიზი. ეს რათა ტვინის აქტივობა გადაექციათ თანმიმდევრულ მეტყველებად მანქანური სწავლების ალგორითმის გამოყენებით.

მიზანი მეტყველების უნარ დაკარგული ადამიანებისთვის კომუნიკაციის შესაძლებლობების აღდგენაა.

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ BCI ტექნოლოგიას წუთში 62 სიტყვის გაშიფვრა შეუძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ სიჩქარეს მივაღწიეთ", — ამბობენ მკვლევრები.

განმეორებადი ნერვული ქსელის დეკოდერის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია ტექსტის პროგნოზირება, მკვლევრებმა სიგნალები სიტყვებად აქციეს — და გასაოცრად სწრაფი ტემპით.

მათ აღმოაჩინეს, რომ პირის მოძრაობებისა და მათთან დაკავშირებული ნერვული აქტივობის გაანალიზება საკმარისად ეფექტური იყო BCI-ის მხარდასაჭერად, მიუხედავად დამბლისა და კორტიკალური ზედაპირის ვიწრო დაფარვისა.

თუმცა, სისტემა არ იყო სრულყოფილი. მკვლევრების ნერვული ქსელის (RNN) დეკოდერის შეცდომის მაჩვენებელი დაახლოებით 20 პროცენტი იყო.

"ჩვენი კვლევა არის კონცეფციის დადასტურება, რომ ინტრაკორტიკალური ჩანაწერებიდან სალაპარაკო მოძრაობების გაშიფვრა პერსპექტიული მიდგომაა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის სრული, კლინიკურად სიცოცხლისუნარიანი სისტემა", — აღიარეს მკვლევრებმა თავიანთ ნაშრომში.

სისტემის შეცდომის სიხშირის გასაუმჯობესებლად, მეცნიერები გვთავაზობენ ტვინის უფრო მეტი უბნის გამოკვლევას და ასევე ალგორითმის ოპტიმიზაციას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.