საახალწლო შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლისთვის — შეიძინეთ ბინა მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობით
თუ იპოთეკური სესხის პირობების გამო აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენთვის სასურველი ბინის შეძენა, დადგა დრო, ისარგებლოთ თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებით და შეიძინოთ ბინა 2023 წლის 30 იანვრამდე, საუკეთესო უბანში, საუკეთესო პირობებით.
პერსონალური, ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკირი, გამარტივებული მომსახურება და პირობები ის უპირატესობებია, რომელთაც თიბისი კონცეპტი ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს.
წარმოგიდგენთ თიბისის მიერ დაფინანსებულ, თიბისი კონცეპტის საახალწლო აქციაში მონაწილე კომპანიების პროექტებს. გაკონცეპტების შემთხვევაში ამ კომპანიებში ბინის შეძენას შეძლებთ მხოლოდ 5%-იანი წინასწარი შენატანით და ამასთანავე, ისარგებლებთ 5%-იანი ფასდაკლებით ერთ კვადრატულ მეტრზე.
კომპანია აპარტ დეველოპმენტის პროექტი — ოლდ სითი პანორამ" ძველ თბილისში მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც კომფორტულ, ხარისხიან საცხოვრებელ თუ საინვესტიციო ფართებთან ერთად, მოიცავს კაფე-რესტორნებს, ფიტნეს და სპა კლუბებს, აუზს, მოსასვენებელ თუ სარელაქსაციო სივრცეებს, დასუფთავებისა და კონსიერჟის მომსახურებას, საპარკინგე ზონას და 24 საათიან დაცვის სამსახურს.
"ჩვენი პროექტის უპირატესობა, პირველ რიგში მისი ლოკაციაა. გარდა იმისა, რომ საინვესტიციოდ საინტერესო პროექტია, რადგან ქალაქის გულში, ტურისტულ ზონაში მდებარებს, საცხოვრებლადაც ძალიან ხელსაყრელი სივრცეა თავისი უნიკალური ხედებით — ხელის გულზეა გადაშლილი თბილისის საუკეთესო ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ თბილისში აკრძალულია მაღალსართულიანი მშენებლობები, შესაბამისად, ჩვენი პროექტი გთავაზობთ 6-8 სართულიან, რამდენიმე ბლოკისგან შემდგარ კომპლექსს თავისი 2 000კვ.მ კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონით. ფაქტობრივად, ეს იქნება კლუბური ტიპის ქომიუნითი, სადაც ერთ სართულზე შეიძლება მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდეს", — ამბობს კომპანია აპარტ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, თათა დგებუაძე.
კომპანია X2 დეველოპმენტი თიბისის საახალწლო აქციაში 2 პროექტით — დიღომი რეზიდენსით და წერეთელი დელუქსით მონაწილეობს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქციის დაანონსების შემდეგ დაფიქსირდა ბინების ყიდვის მსურველთა მზარდი ინტერესი.
დიღომი რეზიდენსი დიღმის მასივში მდებარე კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს ორ მრავალბინიან ბლოკს, რეკრეაციულ ზონას, კეთილმოწყობილ შიდა ეზოს, სპორტულ და გასართობ მოედნებს და ორდონიან დახურულ ავტოფარეხს ელექტრო დამტენებით.
"X2 დეველოპმენტი დიღომი რეზიდენსში მომხმარებლებს საუკეთესო ფასს და გადახდის მრავალფეროვან პირობებს სთავაზობს. პროექტი გამოირჩევა მოსახერხებელი ადგილმდებარეობით - ირგვლივ ყველაფერია ჯანსაღი ცხოვრებისა და აქტიური დასვენებისათვის: ფეხბურთის, რაგბის და ჩოგბურთის მოედნები, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები და სხვა. აღნიშნულ პროექტში ბინების 30% -მდე უკვე გაყიდულია", — ამბობს კომპანია X2 დეველოპმენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა დავითულიანი.
დიღომი რეზიდენსის პროექტის მშენებლობა 2025 წელს სრულდება.
წერეთელი დელუქს ბიზნეს კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ ბინებთან ერთად, მოიცავს კომერციულ და საოფისე დანიშნულების სართულებს. ასევე, შენობის ბოლო სართულებზე განლაგდება პენტჰაუსები პანორამული ხედებით მთელს ქალაქზე.
წერეთელი დელუქსი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით - ჩვენ ვიყენებთ ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს დარგის წამყვანი ბრენდებისგან. შენობის ფასადი მოპირკეთდება ბუნებრივი ტრავერტინითა და კომპოზიტური აკვა-პანელებით. კომპლექსი მოიცავს 400 კვ.მ რეკრეაციულ ვერანდას, ოლიმპიური სტანდარტის აუზს, ლაუნჯის ტიპის ღია კაფესა და ორდონიან დახურულ ავტოფარეხს ელ. დამტენებით", — ამბობს კომპანია „X2 დეველოპმენტიძ" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა დავითულიანი.
წერეთელი დელუქსის ბიზნეს კლასის საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც 2024 წელს სრულდება, გაყიდულია ბინების 94% და დარჩენილია მხოლოდ 12 ბინა, რომელიც კონცეპტის მომხმარებლებს ელოდება!
კომპანია თი ისთეითი და მარდიელის პროექტი ორთაჭალა ჰილსი ქალაქის ისტორიულ უბანში — ორთაჭალაში მდებარეობს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან, ხარისხთან და მომხმარებლის კომფორტზე მორგებულ პირობებთან ასოცირდება და ამ პროექტის მთავარი პრიორიტეტია. 10 000 კვ.მ. მიწის ფართობზე განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 15 და 8 სართულიან საცხოვრებელ სახლებს, ასევე 3 000 კვ.მ.-ზე გაშლილ რეკრეაციულ ზონას, გასართობ სივრცეებს ბავშვებისთვის, ველობილიკებს, კომერციული დანიშნულების ფართებს და დასასვენებელ კუთხეებს.
"თიბისის ამ საახალწლო შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, იყიდონ ბინა გამარტივებული და ხელსაყრელი პირობებით, მაშინვე დავთანხმდით. ჩვენ მოგვმართავენ ძირითადად ისეთი ადამიანები, ვისაც სურს საშვილიშვილო სახლის ყიდვა, ვინც აქცენტს აკეთებს ხარისხზე. ვინც ჩვენთან ყიდულობს ბინებს, ბოლომდე ჩვენთან რჩება და გადასცემს ამ ბინებს შვილებს და შვილიშვილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენს დასრულებულ პროექტებში ბინები ხელმისაწვდომი არ არის. მიმდინარე პროექტში კი, ხელსაყრელი საბანკო პირობების გამო, მსურველი ძალიან ბევრია", — ამბობს კომპანია თი ისთეითი და მარდიელის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ კანთელაძე.~
პროექტი ორთაჭალა ჰილსი 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
დეველოპერულ კომპანიები ამბობენ, რომ თიბისი კონცეპტის აქციის დაანონსების შემდეგ მომხმარებლის მომართვიანობა 50-60%-ით გაიზარდა.
გაეცანით თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზების პირობებს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა და შეიძინეთ 2023 წლის 30 იანვრამდე.
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
გადახედვა
კომენტარები