NASA-ს ბირთვული ძრავის კონცეფცია მარსამდე მხოლოდ 45 დღეში მიგვიყვანს
ეს მარსამდე გზას 6 თვით ამცირებს
NASA-მ ბირთვული ძრავის I ფაზის განვითარებისთვის კონცეფცია შეიმუშავა. ეს, როგორც სააგენტოს მოწინავე კონცეფციების (NIAC) პროგრამის ნაწილი.
თერმობირთვული და ბირთვული ელექტროძრავის (NTP/NEP) კონცეფცია არის ბიმოდალური ბირთვული მამოძრავებელი სისტემის ახალი კლასი, რომელიც იყენებს "ტალღური როტორის გადაადგილების ციკლს". ამის შესახებ კოსმოსური სააგენტოს ბლოგპოსტშია ნათქვამი.
იდესი ავტორი, მეცნიერი, პროფესორი რაიან გოსი ფლორიდის უნივერსიტეტიდან, თვლის, რომ ამან შეიძლება შეამციროს მარსზე მოგზაურობის დრო 45 დღემდე. თუ ტექნოლოგია იმუშავებს ისე, როგორც დაგეგმილია, მას შეუძლია მკვეთრად შეამციროს მარსზე მოგზაურობის დრო და მისიები წითელ პლანეტაზე უფრო უსაფრთხო გახდება.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
არის თუ არა ბირთვული ძრავა კოსმოსური მისიების მომავალი?
ახალმა კონცეფციამ მეცნიერების ყურადღება უკვე მიიქცია და გარკვეული დაფინანსებაც მიიღო.
Universe Today-ის თანახმად, NASA-ს ბირთვული ძრავების განხილვის დიდი გამოცდილება აქვს. ეს მოიცავს ბირთვული ძრავის სარაკეტო სატრანსპორტო საშუალების აპლიკაციის (NERVA) კონცეფციას, რომელიც წარმატებით გამოცადეს. თუმცა, შემდეგ ის 1973 წლისთვის დაივიწყეს.
NASA-მ ასევე გამოცადა ბირთვული ძრავის კონცეფციის ტექნოლოგიები პროექტ პრომეთესთან 2000-იანი წლების დასაწყისში. ამავდროულად, კერძო ფირმა Ad Astra-მ, რომელსაც NASA-ს ყოფილი ასტრონავტი ფრანკლინ რ. ჩანგ დიასი მართავს, 2021 წელს დაასრულა თავისი Vasimr VX-200SS პლაზმური რაკეტის 80 კვტ სიმძლავრის გამოცდა. Ad Astra აცხადებს, რომ მის ბირთვულ სარაკეტო ტექნოლოგიას საბოლოოდ შეუძლია ადამიანები მარსზე 197 950 კმ/სთ-ის სიჩქარით წაიყვანოს.
NASA-ს ახალი იდეა ეყრდნობა ორ ძირითად კონცეფციას. ბირთვული თერმული ძრავა (NTP) იყენებს ატომურ რეაქტორს თხევადი წყალბადის საწვავის გასათბობად ისე, რომ იგი გარდაიქმნება პლაზმად.
ბირთვული ელექტროძრავა (NEP), ამავდროულად, იყენებს ატომურ რეაქტორს Hall-Effect thruster-ის (იონური ძრავის) ელექტროენერგიით გასაძლიერებლად. ეს, თავის მხრივ, წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც იონიზებს და აჩქარებს ინერტულ აირს ბიძგის შესაქმნელად.
მოგზაურობისას მოკლე დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასტრონავტების კეთილდღეობისთვის
ეს ნიშნავს, რომ გოსეს კონცეფციამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს მარსზე მოგზაურობის დრო მომავალი ასტრონავტებისთვის. დღეს არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკიპაჟით მარსზე მოგზაურობას დაახლოებით ექვსიდან ცხრა თვე დასჭირდება. ასე რომ, მოგზაურობის დროის დაახლოებით 45 დღემდე შემცირება უმნიშვნელოვანესია.
მეტიც, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მარსზე ხანგრძლივი მისიები რადიაციის საფრთხეს ზრდის. არა მხოლოდ ეს, მიკროგრავიტაციის ზემოქმედებას ადამიანებზე ასევე უარყოფითი გავლენა ექნება ჯანმრთელობაზე, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ძლიერი სტიმული მარსზე მისიის დროის შესამცირებლად.
კომენტარები