ბილ ბროუდერი

11 Jan. 2023, 16:38

ციხეში გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტო ვნახე და ამ ფოტოდან ნათელი იყო, რომ ის უკიდურესად მძიმედ იტანჯება ფიზიკურად. როგორც ჩანს, მისი სამედიცინო საჭიროებები უგულებელყოფილია, ნაწამებია და სავარაუდოდ, მოწამლულიც. ფოტო კი ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. ასე რომ, როდესაც ვნახე ფოტო ადამიანის, რომელიც ერთ დროს ძლიერი, ჯანმრთელი იყო, ნათელი გახდა, რომ ის სიკვდილის პირასაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად...

ჩემი აზრით, ის ტყვედ ჰყავს აყვანილი საქართველოს მთავრობას, რომელიც მას საშინლად ექცევა. მაგნიტსკის აქტი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდეს. სერგეი მაგნიტსკი ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა, როდესაც ვინმეს ნელ-ნელა აწამებ, სიკვდილამდე.

ახლა გვჭირდება, რომ იმ ოფიციალური პირების სია შევადგინოთ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობის საშუალებას არ აძლევს, ვინც მის მიმართ არასწორ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას ძალიან სწრაფად არ გამოუშვებენ, მაშინ ამ ხალხს, ან დაუყოვნებლივ უნდა დავუწესოთ სანქციები, ან დავემუქროთ ძალიან მკაცრი სანქციებით. [...]

ვფიქრობ, რომ ის, რასაც ახლა ვუყურებთ არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტისადმი ცუდად მოპყრობა და ეს იქამდეა უკვე მისული, რომ სააკაშვილი კვდება. ეს იმდენად ძალიან სამარცხვინო და ბოროტი ქმედებაა, რომ საშინელ, საშინელ ლაქად დარჩება საქართველოს მთავრობაზე. თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, მაშინ წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოუვათ საქართველოს ახლანდელი მთავრობის წევრებს. ისინი, ალბათ, ვეღარასდროს აწარმოებენ ბიზნესს, ვერ ექნებათ ანგარიშები და ვეღარსად იმოგზაურებენ მსოფლიოში. სწორედ ეს მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  3. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…