როგორ დაარღვია რუსეთმა თავისივე მოგონილი "საშობაო ზავი"
ფოტო: კრემლის პრესსამსახური
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა არ შეასრულა პირობა, რომლის მიცემა, უკრაინას არც კი უთხოვია — ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, სროლები გაგრძელდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს ჯარების გაყვანა დაეწყო და აგრესიაზე უარის თქმის უნარი ეჩვენებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.
- 5 იანვარს, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე, რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა და "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე ცეცხლი შეწყვიტათ.
- კირილის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტი უწოდა.
- 6 იანვარს პუტინმა ზუსტად კირილის "მოწოდების" შესაბამისი დროებით, 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
- გუშინ რუსეთი ამტკიცებდა, თითქოს შეთანხმება ამოქმედდა და სროლა შეწყდა.
დეტალები: თუმცა ე.წ. ზავის პირველივე დღეს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ცაში რუსული ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ.
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 6 იანვარს დაიბომბა ხერსონის სახანძრო სადგური, რასაც 1 მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
- დღეს ცნობილი გახდა, რომ შობის ღამეს ხერსონი 39-ჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
- სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გუშინ სუმის ოლქი არტილერიიდან ორჯერ დაიბომბა.
- დონეცკის ოლქში კი სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7 დაშავდა.
- ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ სროლა და თავდასხმები არ შეწყვეტილა.
- გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, რუსების შეტევა 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
პენტაგონი ადასტურებს, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ბრძოლა გაგრძელდა.
- თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პუტინის სიტყვებს სკეპტიკურად უნდა მიუდგნენ, რადგან თავის დროზე ის იმასაც ამტიცებდა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
- სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინი თავიდანვე არ ჰქონდათ და ეს 6 იანვრის მოვლენებმა დაადასტურა.
რუსეთი კი შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს.
- პროპაგანდისტული საშუალებები ამტკიცებენ, თითქოს "ზავი", რომელზეც უკრაინას თანხმობა არ მიუცია, პირველივე საათებში დაარღვიეს.
- გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ზავზე მხოლოდ მაშინ ილაპარაკებენ, როცა უკანასკნელი ოკუპანტი გავა ქვეყნიდან და მანამდე "არანაირი ზავი არ იქნება, იქნება მხოლოდ HIMARS თქვენს თავებზე".
საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის განცხადებას თავიდანვე კრიტიკულად უყურებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს "ზავი" პუტინს თავისთვის სურდა და 10-თვიანი ომისა და დიდი დანაკარგების შემდეგ ამოისუნთქვას ცდილობდა.
- ნედ პრაისი: "ეს მეტწილად ცინიკურია, რადგან (პუტინის განცხადება) გაჩნდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა განახორციელა საახალწლო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე".
- შარლ მიშელი: "ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების დაწყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები".
- ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: "მკვლელები დაიღალენ და ერთი დღით შესვენება სურთ. მათ სურთ საშობაო ზავი, რომ განახლებული ძალებით შეძლონ უკრაინელების დახოვა".
- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის თავდასხმების 36-საათიანი პაუზა არანაირად არ შეუწყობს ხელს მშვიდობის პერსპექტივას. რუსეთმა სამუდამოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, დათმოს უკანონო კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე და შეაჩეროს ბარბაროსული თავდასხმები".
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის სურვილი შობაზე შეწყვიტოს ცეცხლი, არ მიუთითებს მის სურვილზე, დაასრულოს ომი.
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
კომენტარები