როგორ გამოემშვიდობა ინტერნეტი 100 000 ოკუპანტს
მას შემდეგ, რაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" აწარმოებს, "მსოფლიოს მეორე არმიას" 100 000 ზე მეტი ჯარისკაცი გამოაკლდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 22 დეკემბრის მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინელებმა 100 000-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და რუსები ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, ამ საიუბილეო რიცხვმა უკრაინელები გაახარა და შედეგად მხიარული მიმებიც გავრცელდა.
რუსეთში ჯარისკაცებს სანტა-კლაუსი ამხნევებს და ქალაქში ტანკით გადაადგილდება. საპასუხოდ, უკრაინელებმაც გამოუშვეს საახალწლო ფურგონი.
"პუტინს კი დღეს დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ გეგმა ასიანზე შეასრულა", — წერს ინტერნეტ მომხმარებელი.
დაღუპული ოკუპანტების რაოდენობას ყაზახეთშიც გამოეხმაურნენ.
"ასი ათასი თავი, რომელსაც შეეძლო აზროვნება, გამოგონება. ასი ათასი ვაჟი, რომელსაც შეეძლო მშობლების სიამოვნება და მათი მოვლა. ორასი ათასი ხელი, რომელსაც შეეძლო აშენება, განკურნება, მოპოვება, წერა, შექმნა.
როგორ გადავაქციოთ ასი ათასი სრულიად ქმედუნარიანი ადამიანი სასუქად? ინსტრუქცია: გააღარიბეთ ისინი და გაგზავნეთ უკრაინაში ომში", — წერს WAW Kazakhstan ჯგუფი.
ტვიტერის მომხმარებლები შემდეგ მიზანს — 200 ათას ასახელებენ. ზოგი კი აცხადებს, რომ 100 000 მოკლული ოკუპანტი უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე 100 000 მიმდევარი სოციალური ქსელში.
აი, ასეთი შობა მოუწყო პუტინმა თავის ხალხს, წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და ამ ფოტოს აქვეყნებს.
რუსები დეზინფორმაციის გავრცელებისას ხშირად იყენებენ კადრებს ვიდეო თამაშებიდან. ეს ილუსტრაცია შეიძლება ამ ტრენდს ეხმიანებოდეს.
საშობაო განწყობა სიმბოლურის რიცხვის ინტერპრეტაციებზეც აისახა.
კომენტარები