2023 წლიდან თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება იქნება
2023 წლიდან თიბისი გეგმავს ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქციოს. განათლების ახალი ინიციატივა ათასობით ახალგაზრდას ხარისხიან განათლებაზე წვდომას მისცემს. ეს წამოწყება ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებისთვის განათლებაზე წვდომის გაზრდასა და გამარტივებას.
ფოტო: TBC
ახალი ინიციატივა საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო და თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 30 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება თიბისის დაარსების დღეს, 17 დეკემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, აკადემიური წრეები, მეცნიერები, ხელოვანები, თიბისის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
თიბისი, თავისი არსებობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, იქნებოდა ეს ნიჭიერი ახალგაზრდების სასტიპენდიო პროგრამები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსები, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ტურები სკოლის მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ბიზნესებისთვის და სხვა. თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს, წელიწადში 200 სკოლის ასაკის ნიჭიერი ბავშვია ჩართული. თიბისიმ შექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისის აკადემიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნიან დაინტერესებულ ადამიანებს. თიბისის პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ჩატარებული სტარტაპ ტრენინგების საშუალებით, თიბისის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპ კომუნის განვითარების საქმეში.
"თიბისის, როგორც მსხვილი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. განათლების ეს ფართომასშტაბიანი ინიციატივა მიმართულია ახალ თაობის განვითარებისაკენ და ამ ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ. სიმბოლურია, რომ ასეთი მნიშვნელობის ინიციატივის წარდგენა თიბისის დაარსების 30 წლის საიუბილეო თარიღს, 17 დეკემბერს დავამთხვიეთ", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
პირველი პროექტი, რომლის განხორციელებას თიბისის გუნდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან (რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International) თანამშრომლობით გეგმავს, გახლავთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა უფროსკლასელთათვის. პროექტი ითვალისწინებს 1000 უფროსკლასელისთვის ცოდნის მიცემას პროგრამირების, კოდირების, IT უსაფრთხოებისა და ციფრულ სამყაროში ეთიკური ქცევის მიმართულებით. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, თუმცა გეოგრაფიულად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე ფოკუსირდება, რომელთან ნაკლები წვდომა აქვთ ხარისხიან განათლებაზე.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ასობით უფროსკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, პირველ რიგში, დაინახოს და მიზანმიმართულად მიიღოს გადაწყვეტილება — სურს თუ არა კარიერა IT სფეროში; შემდგომ კი, ისწავლოს და გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით. პროგრამირების სასწავლო კურსს თიბისის IT აკადემია უზრუნველყოფს. სამომავლოდ კი, თიბისი გეგმავს მსგავსი პარტნიორობით, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ხარისხიანი და პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები